მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა თანხა შედის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან

news image
mbc image

სათამაშო ბიზნესისთვის გარკვეული გადასახადი იზრდება. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესის მოგების გადასახადი 5%-ით იზრდება. შესაბამისი ცვლილება „საგადასახადო კოდექსში“ შევა.

ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან შესული თანხები წლიდან წლამდე მზარდია.

როგორც სახელმწიფო ხაზინის მონაცემებიდან ირკვევა, 2024 წლის 10 თვეში  სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან ხაზინაში 113,780,694.00 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 107,418,809.87 ლარი. შესაბამისად ზრდა 6%-ია. 

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, 2023 წლის განმავლობაში ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა  141,171,147.25 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 114,392,795.66 ლარის დონეზე იყო. წლიური ზრდა 23%-ია.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან შესული თანხები ასე ნაწილდება: 

სათამაშო აპარატებიდან - 50,292,164.0 ლარი,

ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებიდან - 9.00 ლარი,

წამახალისებელი გათამაშებიდან - 4,136,228.09 ლარი,

„მოსაკრებელი სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობებიდან, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობებიდან და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით - 12,315,592.40 ლარი,

ლატარიების მოწყობაზე - 100.00 ლარი,

სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 47,036,600.51 ლარი,

აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო - 120,009.00 ლარი, 

კლუბის მაგიდიდან - 2,087,847.00 ლარი,

სამორინეს მაგიდიდან - 44,815,956.60 ლარი,

სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 12,787.91 ლარი. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა