მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რაჭაში მეცხოველეობის ავტორიზებული პროფესიული პროგრამები დაინერგება

news image
mbc image

„ბლაუენშტაინ ედუ“, კოლეჯ „ერქვანის“ ბაზაზე, USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" თანამშრომლობის ფარგლებში შვეიცარიული სტანდარტის, ავტორიზებულ  პროფესიულ პროგრამებს დანერგავს, მეცხოველეობისა და ხორცის დამუშავების მიმართულებით.
რაჭაში, Blauenstein-ის საფერმე მეურნეობის ტერიტორიაზე, სოფელ შარდომეთში მხარეებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.
პარტნიორობის  ხელშეკრულებას, „მეცხოველეობის განვითარება საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში,  ხელი მოაწერეს USAID-ის პროგრამის “დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის” დირექტორმა, დევიდ ბლოდმა და Blauenstein Edu-ს დირექტორმა, თათია არაბიძემ. 
ასევე, ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება Blauenstein Edu-სა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს შორის. 
პროგრამის  მიზანია საქართველოში დაინერგოს  მეცხოველეობისა და ხორცის წარმოების  თანამედროვე სასწავლო კურსები და შეიქმნას ღირებული დასაქმების შესაძლებლობა. ასევე,  მეცხოველეობის სფეროში მოხდეს ისეთი სამუშაო ძალის განვითარება, რომელიც კერძო სექტორის საჭიროებებს დააკმაყოფილებს და საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში. 
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს USAID-ის,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კოლეჯ „ერქვანის“, Blauenstein-ის,  გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა. 
„პროექტის ფარგლებში განხორციელდება ორი გრძელვადიანი და ხუთი მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სწავლების პირველი ეტაპი დაიწყება 2024 წლის ოქტომბერში, 2 წლის განმავლობაში კი  270-მდე სპეციალისტი მომზადდება და გადამზადდება, ავტორიზებული პროფესიული პროგრამები და სახელმძღვანელოები შვეიცარიელი (School of Agricultural, Forest and Food Sciences (HAFL) და Schweizer Fleisch-Fachverband (SFF)) ექსპერტების ჩართულობით მომზადდება - აცხადებს „ბლაუენშტაინ ედუს“ დირექტორი, თათია არაბიძე.
„მოხარული ვარ დავესწრო დღეს, რაჭაში, USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" „ბლაუენშტაინ ედუსა“ და კოლეჯ „ერქვანთან“ პარტნიორობის გაფორმების ღონისძიებას, რომელიც მოიცავს  შვეიცარიული სტანდარტის, ავტორიზებული  პროფესიული პროგრამების დანერგვას, მეცხოველეობის მიმართულებით. ახალი პროფესიული პროგრამების დანერგვა ხელს შეუწყობს აგრობიზნესის განვითარებას და შექმნის რეალურ სამუშაო ადგილებს ახალგაზრებისთვის რაჭასა და მთელს საქართველოში“ - ამბობს USAID-ის პროგრამის “დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის” დირექტორი, დევიდ ბლოდი.
„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი“ მრავალი წელია მხარს უჭერს სხვა და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის პრიორიტეტული არის  პროფესიული საგანმანათლებლო  პროგრამების დანერგა და განვიათრება. მოხარული ვართ, რომ „ბლაუენშტაინ ედუ“, კოლეჯ „ერქვანის“ ბაზაზე, დანერგავს ახალ პროფესიულ პროგრამებს მეცხოველების მიმართულები, ახალი პროფესიული კურსების დანერგვა ხელს შეუწყობს ახალგაზრების სწავლებას და დასაქმებას რაჭისა და მთლიანად საქართველოში - აცხადებს „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი.
USAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” მიზნად ისახავს დამსაქმებლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას, კერძო სექტორთან თანამშრომლობით სატრენინგო პროგრამების შემუშავებას ეკონომიკის ზრდადი სექტორებისთვის, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობასა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სამუშაოს მაძიებლებისთვის.


 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა