რამდენი ფერმერი სარგებლობს საქართველოში აგროდაზღვევით - სტატისტიკა
დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში დაახლოებით 22,691 აქტიური აგროდაზღვევის პოლისია. მათ შორის სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში 10,730 აქტიური პოლისი მონაწილეობს.
აგროდაზღვევის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის 6 თვეში მოქმედი სადაზღვევო პოლისებიდან კომპანიებმა 2 064 871 ლარის სადაზღვევო პრემიები მიიღეს, მათ შორის უშუალოდ სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული პოლისებიდან შესული სადაზღვევო პრემიები 1 853 488 ლარი იყო.
რაც შეეხება ანაზღაურებულ ზარალებს, შეადგინა, საიდანაც უშუალოდ სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული სადაზღვევო პოლისებისთვის ანაზღაურებული ზარალი 454 445 ლარი იყო, აქედან აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 270 038 ლარი.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 20 ჰა -მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 100 ჰა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის). თითოეული დამზღვევი 70% -იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე.
დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად.
პროგრამის მიხედვით განსაზღვრული იქნება ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფი. მზღვეველს შეუძლია დააზღვიოს მოსავალი ისეთი სტიქიური მოვლენებისგან, როგორებიცაა: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვები (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).
ფერმერს ან სოფლად მცხოვრებს სადაზღვევო პოლისის შეძენა შეუძლია საქართველოში მოქმედ შემდეგ სადაზღვევო კომპანიებში: ალდაგი, თიბისი დაზღვევა,ნიუ ვიჟენ დაზღვევა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826