რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში 2023 წლის პირველ კვარტალში
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ექსპლუატაციაში (საერთო ფართობით 539,5 ათასი კვადრატული მეტრი) 689 ობიექტი შევიდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახური (საქსტატი) იტყობინება.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა შემცირდა 1,2%-ით, ხოლო ფართობი გაიზარდა 24,8%-ით.
2022 წლის იანვარ-მარტში ობიექტების ნახევარზე მეტი თბილისში, ასევე კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში აშენდა.
საქართველოში, 2023 წლის პირველ კვარტალში, მუნიციპალურმა ხელისუფლებამ 1,7 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტებზე 2,2 ათასი სამშენებლო ნებართვა გასცა.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 1,5%-ით შემცირდა, ხოლო შემოთავაზებული მშენებლობის ფართობი 11,4%-ით გაიზარდა.
გაცემული ნებართვების მთლიანი რაოდენობის 74,9% ოთხ რეგიონზე ნაწილდება: თბილისი, ქვემო ქართლი, იმერეთი და მცხეთა-მთიანეთი.
წლის დასაწყისიდან კომპეტენტური ორგანოები ნებართვებს სხვადასხვა შენობების - მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, საცალო ვაჭრობის ობიექტების, ქარხნების, სასოფლო-სამეურნეო ობიექტების ასაშენებლად, მაგრამ ნებართვების უმეტესი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზეა გაცემული.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826