მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

რამდენიმე მომწოდებელმა გააჟღერა, ბევრი ვიბრძოლეთ, პატარა მეწარმეები ბაზრიდან გამქრალიყვნენო - თვითონ აქვთ გაჩაღებული ომი ამ „ქეშბექების“ სახით | „ზღაპარი“- ს დირექტორი

news image

ნებისმიერი პროდუქტის „ქეშბექი“ გათვალისწინებული გვაქვს ფასწარმოქმნის შემთხვევაში ნებისმიერ პროდუქტზე. პირველადი მოხმარების პროდუქტს შეეხება თუ არაპირველადი მოხმარების პროდუქტს. რა თქმა უნდა, მარჟები განსხვავებულია ფასწარმოქმნის დროსაც და შესაბამისად ვითვალისწინებთ „ქეშბექს“ ყველა პროდუქტის ფასწარმოქმნის შემთხვევაში, - განაცხადა კომპანიის „ზღაპარი“ დირექტორმა თამარ უდესიანმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მათ აქვთ საშუალება, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, სადაც „ქეშბექი“ აქვთ, შესასყიდ ფასზე იაფად გაყიდონ აღნიშნული პროდუქტები.

მან ასევე კითხვაზე, რა შეიძლება დაემართოს ფასს „ქეშბექის“ გაუქმების შემთხვევაში, უპასუხა, რომ ფასი ვერ გაიაფდება, რადგან „ქეშბექის“ ნაწილი ფასწარმოქმნის დროსვე აქვთ გათვალისწინებული.

„პირობითად პირველადი მოხმარების პროდუქტები რომ ავიღოთ, რძის პროდუქტები, კვერცხი, იგივე წონის პროდუქტებზე აღვნიშნავ, რომ არანაირი „ქეშბექი“ არ ვრცელდება და ჩვენი ბრუნვის საკმაოდ დიდ წილს წონის პროდუქტები შეადგენს. რაც შეეხება დანარჩენ პროდუქტებს, პირველად მოხმარების პროდუქტებზე სადაც ქეშბექები გვაქვს, გვაქვს იმის საშუალება, რომ არა შესასყიდი ფასით, არამედ გაცილებით იაფად გვიდევს თაროზე არა მხოლოდ აქციის დროს, არამედ რეგულარული ფასიც კი იაფია გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე არსებულ სხვა ჩვენს კონკურენტებთან მიმართებაში გვიწევს ფასის დაკლება, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ მათთან მიმართებაში. ჩვენს ნაწილში ფასი ვერ გაიაფდება იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნე „ქეშბექის“ ნაწილი ფასწარმოქმნის დროსვე გვაქვს გათვალისწინებული და ბრუნვადპროდუქტებზე უკვე „ქეშბექის“ ხარჯზე შესაძენ ფასზე იაფად ვყიდით აღნიშნულ პროდუქტებს. რაც შეეხება „ქეშბექის“ ყოველწლირად ზრდას, ვფიქრობ მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას. მეწარმემ თავიდანვე უნდა განსაზღვროს რის წარმოებას დაიწყებს, ან იმპორტიორმა რის იმპორტს დაიწყებს. მათ მიერ ბაზრის კვლევა არ ხდება. წინა შეხვედრებზე რამდენიმე მომწოდებელმა გააჟღერა, რომ ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ პატარა მეწარმეები ბაზრიდან გამქრალიყვნენო. შესაბამისად, ნათელია, რომ მიწოდება აჭარბებს იმ მოთხოვნას, რაც არის ქსელების მიმართ და თვითონვე აქვთ გაჩაღებული ხელჩართული ომი ამ „ქეშბექების“ სახით და თვითონვე სთავაზობენ ყველა ქსელს, რომ მეორე გაუშვან და თვითონ იყვნენ წარმოდგენილი ქსელში, რაც იწვევს ამ „ქეშბექების“ ასე ზრდას“- განაცხადა თამარ უდესიანმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 6%-იან ზრდას აჩვენებს

22.05.2026.19:00

საქართველოში ჩამოსხმულ წყლებზე მოთხოვნა მზარდია. საქსტატის მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტზე 63 859.8 ათასი დოლარის ღირებულების 93 435 926 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში საექსპორტო ბაზრებზე 88 259 746 ლიტრი წყლები გადაიზიდა. შესაბამისად ქვეყნიდან წყლების ექსპორტი 6%-იან ზრდას აჩვენებს. 

საქართველოში ჩამოსხმული  მინერალური და მტკნარი წყლები მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.

TOP 5 ქვეყანა ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალურ და მტკნარ წყლებს ყიდის:

  • რუსეთი - 50 499 317 ლიტრი;
  • ყაზახეთი - 15 763 085 ლიტრი;
  • უკრაინა - 8 897 087ლიტრი;
  • ლიეტუვა - 5 182 646ლიტრი;
  • უზბეკეთი - 3 346 408ლიტრი;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა