მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რამდენიმე წელი ვმუშაობდით, რომ პრივილეგია ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოს მოეპოვებინა - დავით ნარმანია

news image
mbc image

2026 წელს საქართველო ენერგეტიკის მარეგულირებელთა მსოფლიო ფორუმს მასპინძლობს. როგორც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ რადიო „სივრცის“ (FM 98.5) ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, ეს არის საკმაოდ დიდი ფორუმი და მსოფლიო დონის ღონისძიება, რომელშიც 150-მდე ქვეყნიდან 1000-ზე მეტი დელეგატი იღებს მონაწილეობას.

„როგორც წესი აქამდე ყველა 12 შეხვედრა, ღონისძიება, რაც ჩატარებულა, ჩატარებულა მხოლოდ მსხვილ ქვეყნებში და ძლიერ ქვეყნებში, როგორიც არის: საფრანგეთი, კანადა, გერმანია და ა.შ საქართველოსნაირ პატარა ქვეყანას პირველად გაუჩნდა ამბიცია. ჩვენ რამდენიმე წელი ვმუშაობდით იმაზე, რომ ეს პრივილეგია ამ ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით მოგვეპოვებინა და მსოფლიოში არსებული შვიდივე ენერგეტიკის მარეგულირებელი რეგიონული გაერთიანებები თანახმა გახდა, როცა კონფედერაციამ მიიღო თანხმობა და გასულ წელს პერუში გამართულ სწორედ მეთორმეტე საერთაშორისო ღონისძიებაზე გადმოგვეცა ჩვენ მანდატი, რომ საქართველოში ჩავატაროთ 2026 წელს აღნიშნული ღონისძიება. სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და ეს არის ერთის მხრივ, გამოცდილების ურთიერთგაზიარება სხვადასხვა მარეგულირებლებს შორის, ეს არის ასევე ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები აკეთებენ და მასპინძელი ქვეყნისთვის არის უნიკალური შანსი, რომ თავისი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი ენერგეტიკაში კარგად წარადგინოს და მოიზიდოს დაინტერესებული ინვესტორები“, - აღნიშნა ნარმანიამ. 
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა