რამდენმა სატვირთო ავტომობილმა გაიარა საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში - 2025 წლის სტატისტიკა
2025 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებულმა შემოსავალმა 171 286 748.00 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში სტატისტიკით შემოსავალი 179,432,915.50 ლარის დონეზე იყო. კლება 5%-ის დონეზეა.
არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს, რომ 2025 წლის 12 თვეში საქართველოს დერეფანი 489 391 სატვირთომ გადაკვეთა.
ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.
საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 1%-ით შემცირდა და 179,432,915.50 ლარი შეადგინა.
თუ წლიურ მაჩვენებლებს გავაანალიზებთ 2023 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2023 წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 181,999 მლნ ლარი შევიდა, 2022 წელს - 128,055 მლნ ლარი, 2021 წელს - 66,414 მლნ ლარი, 2020 წელს კი 63,064 მლნ ლარი.
შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა.
სხვა სიახლეები
Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა და უზრუნველგვეყო პორტის სრული სიმძლავრით მუშაობის გარანტირება - ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ ანაკლიის პორტი ხარჯთეფექტური გავხადოთ l კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი
12.08.2026.19:54
ჩვენმა, Jan De Nul-ის ბელგიელმა ინჟინრებმა, ჩვენს ჰოლანდიელ კონსულტანტ კომპანია Royal HaskoningDHV-სთან ერთად, უზარმაზარი საპროექტო და საინჟინრო სამუშაოები გასწიეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ანაკლიის პორტი სრულად შეესაბამებოდეს იმას, რაც დამკვეთს სურს, - განაცხადა კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში სამშენებლო სამუშაოებს კომპანიის წარმომადგენელთან ერთად დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა ადგილზე გაეცნენ.
როგორც Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა აღნიშნა, საქართველოს სახელმწიფოს ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომელთაც კომპანია სამუშაო პროცესში სრულად ითვალისწინებს.
„ჩვენ აქ ვართ, რათა ავაშენოთ ზუსტად ის, რაც სახელმწიფოს სურს. ჩვენი პასუხისმგებლობა ასევე მოიცავს იმას, რომ ბაზარზე კონკურენტუნარიანები ვიყოთ. Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა და უზრუნველგვეყო პორტის სრული სიმძლავრით მუშაობის გარანტირება - ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ ანაკლიის პორტი ხარჯეფექტური გავხადოთ“, - განაცხადა ტიმ დევოლდერმა.