რას გულისხმობს ახალი რეგულაცია, რომელიც სარგავი მცენარეების იმპორტს ეხება
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 დეკემბერის №416 დადგენილებით, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ოქტომბრის №630 დადგენილებაში „ტექნიკური რეგლამენტის − ციტრუსოვანთა ჩინური ხარაბუზას Anoplophora chinensis (Forster) წინააღმდეგ ბრძოლის წესის დამტკიცების თაობაზე“, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული დადგენილების ამოქმედებას 2025 წლის 1 იანვრიდან.
„ტექნიკური რეგლამენტი − ციტრუსოვანთა ჩინური ხარაბუზას Anoplophora chinensis (Forster) წინააღმდეგ ბრძოლის წესი“ ადგენს, ფიტოსანიტარიულ ზომებს, საქართველოსთვის საკარანტინო მავნე ორგანიზმის ციტრუსოვანთა ჩინური ხარაბუზას Anoplophora chinensis (Frster) ქვეყნის ტერიტორიაზე ინტროდუქციისა და გავრცელების პრევენციის მიზნით. მათ შორის, სპეციფიკური დასარგავი მცენარეების - Acer spp., Aesculus hippocastanum, Alnus spp., Betula spp., Carpinus spp., Citrus spp., Cornus spp., Corylus spp., Cotoneaster spp., Crataegus spp., Fagus spp., Lagerstroemia spp., Malus spp., Platanus spp., Populus spp., Prunus laurocerasus, Pyrus spp., Rosa spp., Salix spp. და Ulmus spp., რომელთა ღეროს ან ფესვის ყელის დიამეტრი ყველაზე გამსხვილებულ ადგილას არის 1 სმ ან მეტი (გარდა ამ მცენარეების თესლებისა) იმპორტის სპეციფიკურ მოთხოვნებს.
რაც გულისხმობს, რომ სპეციფიკური მცენარეების იმპორტი დასაშვებია, იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოშობილია ისეთ ქვეყნებში, სადაც ცნობილია მავნე ორგანიზმის არსებობის თაობაზე და თან ახლავს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, რომლის შესაბამის პუნქტში − „დამატებითი დეკლარაცია“ მითითებულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები (იხ. დანართი №1 და დანართი №2).
ასევე, აღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპეციფიკურ მცენარეებს, რომლებიც იმპორტირებულია მავნე ორგანიზმის გავრცელების ადგილიდან, თან უნდა ახლდეს მცენარის პასპორტი.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ოქტომბერის №630 დადგენილება
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 დეკემბერის №416 დადგენილება
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826