მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რას მოიცავს საქართველოსთან ADB-ს თანამშრომლობის ახალი სტრატეგია

news image
mbc image

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს დაამტკიცა საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ სტრატეგია, რომელიც ქვეყანას მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში დაეხმარება.  

თანამშრომლობის ხუთწლიანი, 2024-2028 წლების სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტირებით, რეფორმების მხარდაჭერითა და ცოდნის გაღრმავებით. სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონულ თანამშრომლობასა და ინტეგრაციას და კერძო სექტორის ხელშეწყობას ეკონომიკური ზრდისთვის, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და კლიმატის ცვლილებას.

„ADB-სა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობა აკავშირებს და ჩვენი მიზანია ქვეყანას დავეხმაროთ მწვანე და ინტეგრირებულ ეკონომიკაზე გადასვლასა და საზოგადოების გაძლიერებაში მისი მეტი მედეგობისა და ინკლუზიურობის მიზნით,“ - განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა.

„განვაგრძობთ საქართველოს დახმარებას გამოიყენოს მისი გეოგრაფიული უპირატესობა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რათა გახდეს რეგიონის კარიბჭე, რომელიც კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოსთან დააკავშირებს.“

სახმელეთო და საჰაერო კავშირების გამყარება, ვაჭრობის გაფართოება და ადამიანური კაპიტალის გაძლიერება აუცილებელია მდგრადი და მრავალმხრივი ეკონომიკური ზრდისა და საქართველოს იმ მისწრაფებების განსახორციელებლად, როგორიცაა ევროპასა და აზიას შორის რეგიონის კარიბჭის როლი და ევროკავშირის წევრობა. ახალი სტრატეგია პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სახელმწიფო განვითარების სტრატეგიის (ხედვა 2030) სამ მთავარ პრიორიტეტს  — ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და საჯარო ადმინისტრირება. 

„ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, როცა ქვეყანა აგრძელებს მუშაობას რეგიონულ სატრანსპორტო და სავაჭრო ჰაბად განვითარებისთვის კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურისა და ძლიერი სოციალური დაცვის გაძლიერების კვალდაკვალ,“ განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა. „ADB როგორც საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი განვითარების პარტნიორი, განაგრძობს ინტეგრირებულ მხარდაჭერას კომპლექსური ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, რეფორმების მხარდაჭერისა და კერძო სექტორის გაძლიერების პარალელურად.“

ADB განაგრძობს საქართველოში მულტიმოდალური სატრანსპორტო ქსელის განვითარების მხარდაჭერას, კლიმატისა და ბუნებრივი კატასტროფების მიმართ მედეგობის გაძლიერებას, სუფთა ენერგიის წარმოებისა და ვაჭრობის გაფართოებას. ბანკი ასევე განაგრძობს რეფორმების მხარდაჭერას საქართველოში სოციალური დაცვის გასაძლიერებლად, საპენსიო სისტემისა და კაპიტალის ბაზრების განსავითარებლად და ხელს შეუწყობს განათლების სისტემის მხარდაჭერას მათ შორის პროფესიური განათლებისა და გადამზადების მიმართულებით. 

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა