მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რას ყიდულობს საქაერონავიგაცია Systems Interface Limited-გან

news image
mbc image

"საქაერონავიგაცია“ ქუთაისის ობიექტზე დამონტაჟებული ინსტრუმენტალური დაფრენის სისტემისთვის (Instrument landing system (ILS)) სათადარიგო ნაწილებს ყიდულობს. აღნიშნული გარიგების ბიუჯეტი 63 737 აშშ დოლარია და ნაწილებს სახელმწიფო კომპანია გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძენს. ირკვევა, რომ „საქაერონავიგავია“ საჭირო დეტალებს Systems Interface Limited -გან იყიდოს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ Systems Interface Limited-გან შეიძინა შპს "საქაერონავიგაციამ" 2011 წლის 29 ივლისის NAS/25/07/11 ხელშეკრულებით მანძილმზომი მოწყობილობა (Distance Measuring Equipment (DME) და ინსტრუმენტალური დაფრენის სისტემა (Instrument landing system (ILS)) თანმდევი მომსახურებით.

საქაერონავიგაცია Systems Interface Limited-გან იყიდის:

1.LC 1377ALocal Control (19404) - 1ცალი;

2. MO 1374AMonitor (21201) - 1 ცალი

3.TX 1373A, Transmitter (19400) - 1 ცალი;

4.PS 1546A, Power Supply (22150) - 1 ცალი

5.Antenna GP (15050) - 1 ცალი

როგორც „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელის გოჩა მეზვრიშვილის წერილშია აღნიშნული, აღსანიშნავიარომ ინსტრუმენტალური დაფრენის სისტემა (IIS) გამოიყენებ საქართველოს საჰაერო სივრცეში გადამფრენი საჰაერო ხომალდების მომსახურებისათვის და მის გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია ფრენების უსაფრთხოება, იმისათვის, რათა საფრთხე არ შეექმნას აღნიშნული მოწყობილობის გამართულ ფუნქციონირებას და შესაბამისად საფრთხე არ შეექმწას ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფას საჭიროა ზემოაღნიშული სათადარიგო ნაწილები ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით შესყიდული იქნეს სისტემის მომწოდებელი კომპანიისგან.

ასევე, გათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სხვა მიმწოდებლის შემთხვევაში კომპანია Systenis Interface Limited-ი იხსნის პასუხისმგებლობას მოწოდებული სათადარიგო ნაწილების თავსებადობაზე არსებული სისტემასთან და მის უსაფრთხო და სრულყოფილ ფენქეიონირებაზე .

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა