მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რას წერს აზერბაიჯანის მხარე ილჰამ ალიევის და მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრის დეტალებზე - ყველა ეკონომიკური აქცენტი

news image
mbc image

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრის დეტალებს აქვეყნებს.

ოფიციალური ინფორმაციით, 17 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების, სავაჭრო ბრუნვის ზრდის, ენერგეტიკის, ინვესტიციებისა და რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ ერთობლივად განხორციელებულ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აღნიშნულ პროექტებს ფართო რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პრინციპებზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობების წარმატებული განვითარება სხვადასხვა მიმართულებით.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის შესაძლებლობებზე, ასევე სატრანსპორტო-ლოგისტიკური დაკავშირებადობის, ენერგეტიკის, საინვესტიციო და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.

ამასთან, მხარეებმა კმაყოფილებით გაიხსენეს მიმდინარე წლის აპრილში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში, ასევე გასულ წელს მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში და მისი შეხვედრა ილჰამ ალიევთან. აღინიშნა, რომ აღნიშნულმა ვიზიტებმა ხელი შეუწყო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა სხვადასხვა დონეზე განხორციელებული ურთიერთვიზიტების მნიშვნელობას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

შეხვედრის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილმა ილჰამ ალიევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოკითხვა გადასცა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის საპასუხო მოკითხვის გადაცემა ითხოვა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა