რას უკავშირდება ქვეყანაში პროგნოზირებულზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა - Galt & Taggart-ის მოსაზრება
2023 წელს საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო და აშშ, ხოლო რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობას 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 6.2%-ია. Galt & Taggart-ის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2023 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 307.4 მლნ აშშ დოლარით აღემატება საქსტატის წინასწარ შეფასებას.
„ზრდის მიმართულებით კორექტირების მიზეზებია რამდენიმე საწარმოს მიერ რეინვესტიციის მაჩვენებლის და სესხის მოცულობის დაზუსტება.
2023 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში (583.6 მლნ აშშ დოლარი, +8.5% წ/წ, მთლიანის 30.7%), ვაჭრობის (314.3 მლნ აშშ დოლარი, +62.5% წ/წ, მთლიანის 16.5%), დამამუშავებელი მრეწველობის (301.5 მლნ აშშ დოლარი, +128.0% წ/წ, მთლიანის 15.9%), ტრანსპორტის (165.4 მლნ აშშ დოლარი, +88.8% წ/წ, მთლიანის 8.7%), ინფორმაცია და კომუნიკაციის (119.6 მლნ აშშ დოლარი, -15.6% წ/წ, მთლიანის 6.3%) და უძრავი ქონების (111.2 მლნ აშშ დოლარი, -70.0% წ/წ, მთლიანის 5.8%) სექტორებში.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ ნიდერლანდები (386.3 მლნ აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (364.3 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (182.2 მლნ აშშ დოლარი)“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826