რას ვყიდით და ვყიდულობთ ხორვატიაში - TOP 5 პროდუქტი
ხორვატიიდან იმპორტი 20.79%-ით არის შემცირებული, ხოლო ექსპორტი 53.40%-ით.
2026 წლის ცხრა თვის მაჩვენებლებით, ხორვატიიდან იმპორტმა 12 038.5 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 15 199.2 ათასი დოლარის დონეზე იყო.
ხორვატიიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი პულტები, პანელები, კონსოლები, მაგიდები, გამანაწილებელი ფარებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ხორვატიიდან ყიდულობს (2026 წლის იანვარ-სექტემბრის სტატისტიკა):
• პულტები, პანელები, კონსოლები, მაგიდები, გამანაწილებელი ფარები - 3 101.9 ათასი დოლარი,
• შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 2 797.1 ათასი დოლარი,
• პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 1 804.9 ათასი დოლარი,
• პროდუქტები, ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი - 808.4 ათასი დოლარი,
• მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 481.6 ათასი დოლარი.
აღსანიშნავია, რომ 2026 წელს 2025 წელთან შედარებით საქართველოდან ხორვატიაში ექსპორტი 53.40%-ით შემცირდა. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 329.9 ათასი დოლარის დონეზე იყო, ხოლო 2025 წელს 707.9 ათასი დოლარის.
საქართველოდან ხორვატიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილი და სხვა კაკალია.
TOP 5, რასაც საქართველო ხორვატიაში ყიდის (2026 წლის იანვარ-სექტემბრის სტატისტიკა):
• თხილი და სხვა კაკალი - 186.7 ათასი დოლარი;
• კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი - 31.7 ათასი დოლარი;
• ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან - 28.0 ათასი დოლარი,
• მანგანუმის ოქსიდები - 21.3 ათასი დოლარი
• ბიუსტჰალტერები, ქამრები და ანალოგიური ნაწარმი ტრიკოტაჟისა - 11.3 ათასი დოლარი
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826