მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რას ვყიდით და ვყიდულობთ ხორვატიაში - TOP-5 პროდუქტი

news image
mbc image

ხორვატიიდან იმპორტი 52%-ით, ხოლო ექსპორტი 250%-ითაა გაზრდილი.

2023 წლის ექვსი თვის მაჩვენებლებით, ხორვატიიდან იმპორტმა 7,030.21 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 4,635.78 ათასი დოლარის დონეზე იყო.

აღსანიშნავია, რომ იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს სწორედ 2022 წელს მიაღწია, როდესაც ხორვატიიდან ქვეყანაში 11,740.94 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელთან  57%-იან ზრდას გულისხმობს.

ხორვატიიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეულია. მეორე ადგილზეა შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები.

ტოპ-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ხორვატიიდან ყიდულობს (2023 წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკა)

  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 731.72 ათასი დოლარი,
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 597.55 ათასი დოლარი,
  • კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 520.83 ათასი დოლარი,
  • ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 374.74 ათასი დოლარი,
  •  მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 351.64 ათასი დოლარი.

ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპორტიც. 2023 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტმა 326.39 ათასი დოლარი შეადგინა, 2022 წლის ექვს თვეში კი 93.2 ათასი დოლარი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს 2021 წელთან შედარებით საქართველოდან ხორვატიაში ექსპორტი 58%-ით შემცირდა. 2022 წელს ექსპორტი 545.32 ათასი დოლარის დონეზე იყო, ხოლო 2029 წელს 229.32 ათასი დოლარის.

საქართველოდან ხორვატიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი სასუქებია.

ტოპ-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ხორვატიაში ყიდის (2023 წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკა)

  • სასუქები მინერალური ან ქიმიური აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემცველობით - 194.06 ათასი დოლარი,
  • ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან - 74.26 ათასი დოლარი,
  • მსუბუქი ავტომობილები - 31.62 ათასი დოლარი,
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 8.19 ათასი დოლარი,
  • კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი - 6.98 ათასი დოლარი.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა