რატომ არ ასაჯაროებს სებ-ი Bmatch პლატფორმით შესყიდვების მომდევნო თვის 25 რიცხვამდე - ნათია თურნავა
სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ხშირად არის კითხვები, თუ რატომ არ ვაცხადებთ BMatch პლატფორმის შესყიდვებს პარალელურ რეჟიმში. თურნავას თქმით, ნებისმიერმა განცხადებამ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ბაზრის კონიუნქტურაზე და რაღაც სპეკულაციური განწყობები გააჩინოს.
„სებ-ის პოლიტიკა მიმართულია რეზერვების მაქსიმალურ აკუმულირებაზე. ჩვენ მცირე ეკონომიკა ვართ, არ გაქვს მუდმივი წყარო შემოდინების, როგორიც არის მინერალური რესურსების ექსპორტი, ნავთობი, გაზი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ბაზრიდან უნდა შევიძინოთ დოლარი და ეს გლობალურად შესუსტება დოლარის პოზიციების და პარალელურად ლარის გამყარება გვაძლევს ძალიან კარგ ვითარებას, კონიუნქტურაა ბაზრის, როდესაც ჩვენ კურსზე დაწოლის გარეშე ვიძენთ რეზერვებს. მაისის ბოლოს ჩვენ აპრილის შედეგებს გავასაჯაროებთ და წლის დასაწყისიდან 4-ჯერ მეტია უკვე ნაყიდი და ეს უბრალოდ მინიშნების სახით. რატომ არ ვაცხადებთ ხოლმე ჩვენ პარალელურად BMatch პლატფორმის შესყიდვებს, ხშირად არის ხოლმე ეს კითხვა. იმიტომ, რომ ასეთი ნებისმიერი ჩვენი განცხადება ამან შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ბაზრის კონიუნქტურაზე, რაღაც სპეკულაციური განწყობები გააჩინოს ამიტომ ეს გამართლებულია, რომ 20-25 დღის ვადით ვაკეთებთ ამას. თუმცა ტენდენცია საკმაოდ კეთილსაიმედოა“, - განაცხადა ნათია თურნავამ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826