მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რატომ არაა შიდა ფრენების ტენდერში ნატახტრის აეროდრომი გათვალისწინებული - მინისტრის განმარტება

news image
mbc image

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ფრენებთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა, სადაც ნატახტრის აეროდრომიდან ფრენების განხორციელება აღარ ფიგურირებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული მიზეზი  ოპერირებისთვის საჭირო სტანდარტების არარსებობაა. 

„ნატახტარიდან შიდა ფრენები შესაძლებელია, თუმცა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ავიაკომპანია, რომელიც ნატახტრის აეროდრომიდან ოპერირებდა საჭიროებს გარკვეული პროცედურების შეთანხმებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან. თუ ტექნიკური პირობები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შესაბამისობაში იქნება, აქედან გამომდინარე შესაძლებელი იქნება ნატახტრის აეროდრომის გამოყენება. იცით, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, ხდება აეროპორტის მოდერნიზაცია განახლება, ამიტომ მოქნილობა გაქვს ნამდვილად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ავიარეისების ორგანიზებასთან დაკავშირებით ტენდერი ორ ნაწილად, ჯამში 12 მიმართულებაზე ცხადდება.

მათ შორის, ავიარეისები ახალი მიმართულებებითაც შესრულდება.

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე

თელავი-ბათუმი-თელავის მიმართულებაზე

თბილისი-ამბროლაური-თბილისის მიმართულებაზე

თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებაზე

თელავი-ქუთაისი-თელავის მიმართულებაზე

თელავი-ამბროლაური-თელავი მიმართულებაზე

თელავი-თბილისი-თელავის მიმართულებაზე

მესტია-ბათუმი-მესტიის მიმართულებაზე

მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებაზე

ერთმანეთს დაუკავშირდება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მფლობელობაში არსებული ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტი.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა