მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

რაც არ უნდა ისაუბრონ ოპონენტებმა, ყველას შეუძლია ადგილზე ჩავიდეს და ნახოს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დღეს მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო პროცესი - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„2029 წელს ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში მივიღებთ პირველ გემს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის ის გეგმა-გრაფიკი, რომელსაც სახელმწიფო ზედმიწევნით მიჰყვება.

„მიუხედავად არაერთი სპეკულაციისა, რომელიც ამ პროექტის გარშემო დღემდე გვესმის, იცით, რომ დღეს უკვე აქტიურ ფაზაშია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება და მშენებლობა. სახელმწიფო უზრუნველყოფს დაღრმავების და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ყველა პორტისთვის. ამიტომ, ეს პროცესი დღეს უკვე დაწყებულია. რაც არ უნდა ისაუბრონ ოპონენტებმა, ყველას შეუძლია ადგილზე ჩავიდეს და ნახოს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დღეს მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო პროცესი. ჩვენმა გუნდმა უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო მუშაობა განახლებული გენგეგმის შექმნის და, ასე ვთქვათ, მოდიფიცირების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდება მოდელის და, ზოგადად, პორტის ოპერირების სტრუქტურის ცვლილება", - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოცულობები, რომელიც პირველ ფაზაში იყო წარმოდგენილი, გადაიხედება, რადგან შუა დერეფანში გაზრდილი ტვირთნაკადიდან გამომდინარე, საქართველოს პირველ ფაზაშივე შეუძლია ბევრად უფრო მეტი ტვირთის მიღება, გადამუშავება და გატარება, ვიდრე ეს იყო საწყის ეტაპზე წარმოდგენილი.

„ძალიან გაზრდილია ტვირთნაკადი, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში. ამდენად, საწყის ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გეგმა გულისხმობს უშუალოდ მშრალი და ნაყარი ტვირთების, კონტეინერების საგრძნობლად ზრდას და საკონტეინერო კომპონენტში პარტნიორებთან ერთად გვექნება კონსულტაციები იმისთვის, რომ შევაფასოთ ზრდის დინამიკიდან გამომდინარე ის საჭიროებები, რომელიც პორტს ექნება. რაც შეეხება მოდელს, დიახ, ეს არის ყველაზე ეროვნული მოდელი, ამავდროულად არის ყველაზე აპრობირებული და წარმატებული საერთაშორისო მოდელი. ამ მოდელის საფუძველზე ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ საქართველო, საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში, იქნება პორტის მფლობელი. ეს იქნება ქართული პორტი. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას, ეს არ მოხდება წილობრივი თანამონაწილეობით, ეს მოხდება უშუალოდ საპორტო ინფრასტრუქტურის, ამ შემთხვევაში სატერმინალო ინფრასტრუქტურის ოპერირების პირობით. 2029 წელს ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველ გემს მივიღებთ " - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

06.07.2026.17:18

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 117.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.10% წინა კვირასთან შედარებით და +9.92% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 375 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 108.50 - 117.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 89 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.08 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.13% წინა კვირასთან შედარებით და +5.69% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 445 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.80 - 46.92 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 66 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 45.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +16.09% წინა კვირასთან შედარებით და +12.33% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 245 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.25 - 45.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 45 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა