მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.4
-0.0072
flag
AZN 1.5344
-0.0001
flag
CNY 38.879
0.0013
flag
EUR 3.0084
-0.0013
flag
GBP 3.5126
-0.0029
flag
KZT 58.63
0.0036
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6081
-0.0004
news banner

რეფორმები გრძელდება სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში და საკადრო და შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაციით დაზოგილი რესურსი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც მას ყველაზე მეტი ფასი აქვს - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„ჩვენი საბოლოო მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი უნდა გახდეს - ეს არის ამბიციური მიზანი, მაგრამ, ამბიცია მაშინ არის ფასეული, როდესაც მას თან ახლავს გეგმა, რესურსი და პროფესიონალები" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით რეფორმები გრძელდება სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში და საკადრო და შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაციით დაზოგილი რესურსი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც მას ყველაზე მეტი ფასი აქვს - ინფრასტრუქტურაში, განვითარებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მეტ გენერაციასთან ერთად საჭიროა მეტი ინვესტიცია და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

„ჩვენ გვჭირდება მეტი გენერაცია. გვჭირდება ძლიერი ქსელი, მეტი ინვესტიცია, თანამედროვე ტექნოლოგია და რეგიონული პროექტები. თუმცა, პირველ რიგში, გვჭირდება თქვენნაირი ადამიანები - პროფესიონალები, რომლებიც უზრუნველყოფენ სისტემის სტაბილურ მუშაობას, რომლის უკანაც დგას ყოველდღიური რთული, პასუხისმგებლიანი და შეუმჩნეველი შრომა.დღევანდელი მსოფლიო სულ უფრო მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ ვისაც ენერგია აქვს, შესაძლებლობა აქვს. ვისაც ენერგეტიკული უსაფრთხოება აქვს, მას მეტი ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებაც აქვს. ამიტომ ძლიერი ენერგეტიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. ნიშნავს ეკონომიკას, რომელსაც შეუძლია განვითარება. ნიშნავს საქართველოს, რომელსაც აქვს არა მხოლოდ ენერგეტიკული უსაფრთხოება, არამედ რეგიონში საკუთარი სტრატეგიული როლი.

ჩვენ სწორედ ასეთ საქართველოს ვაშენებთ და ამ საქმეში თქვენი პროფესიონალიზმი, თქვენი გამოცდილება და თქვენი პასუხისმგებლობა შეუცვლელია" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკატერინე გალდავა Swift-ის საგადამხდელო ფორუმზე მომხსენებლად წარდგა

17.09.2026.14:14

თბილისში საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით Swift-ის საგადამხდელო ფორუმი - კავკასია და თურქეთი გაიმართა, რომელიც რეგიონში საგადამხდელო სისტემების განვითარებას, ტრანსსასაზღვრო გადახდების გაუმჯობესებასა და ფინანსური ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას მიეძღვნა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე გალდავამ ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს საგადამხდელო სისტემების განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის მიდგომა თანმიმდევრულია - ჯერ ძლიერი შიდა ინფრასტრუქტურის შექმნა, შემდეგ კი ტრანსსასაზღვრო დაკავშირებადობისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით სამი ძირითადი ნაბიჯი გამოიკვეთა. პირველი შიდა საგადამხდელო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაა - მიმდინარე წლის მაისში ეროვნულმა ბანკმა წარმატებით აამოქმედა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და ქლირინგის ახალი სისტემები, რომლებიც ISO 20022 საერთაშორისო სტანდარტს ეფუძნება და საქართველოში გადახდებისთვის თანამედროვე და მდგრად საფუძველს ქმნის. მეორე ნაბიჯი მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვაა, რომელიც უკვე მოწინავე ეტაპზეა და რომელიც 24/7 რეჟიმში მყისიერ გადახდებს უზრუნველყოფს. მესამე მიმართულება კი რეგიონული თანამშრომლობაა - მიმდინარეობს დიალოგი რეგიონის ცენტრალურ ბანკებთან და პარტნიორებთან სტანდარტებისა და საგადამხდელო ინფრასტრუქტურების დაახლოების შესახებ.

„როგორც RTGS და ქლირინგის ახალი სისტემები, ისე მყისიერი გადახდების სისტემა ISO 20022 სტანდარტს ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვქმნით ინფრასტრუქტურას არა მხოლოდ შიდა საჭიროებებისთვის, არამედ სამომავლო ურთიერთთავსებადობის გათვალისწინებით. საბოლოო მიზანი მარტივია - ტრანსსასაზღვრო გადახდები უფრო გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და სწრაფი უნდა გახდეს, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მზარდ ეკონომიკურ კავშირებს“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ “, - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ურთიერთთავსებადობა მხოლოდ ტექნიკური საკითხი არაა და ამ პროცესში ცენტრალურ ბანკებთან ერთად კომერციული ბანკები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, ფინტექ კომპანიები და ინფრასტრუქტურის მიმწოდებლები უნდა იყვნენ ჩართული.

ეკატერინე გალდავამ ასევე ისაუბრა შუა დერეფნის განვითარების ფონზე საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, როლზე და აღნიშნა, რომ ფინანსური ინფრასტრუქტურა სატრანსპორტო, სავაჭრო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურასთან ერთად უნდა ვითარდებოდეს.

ღონისძიებას, სახელწოდებით „კავკასიასა და თურქეთში საგადამხდელო სფეროს მომავლის ფორმირება“, დაესწრნენ პოლიტიკის შემქმნელები, ცენტრალური ბანკების, ფინანსური სექტორისა და საერთაშორისო საგადამხდელო ინდუსტრიის წარმომადგენლები.მონაწილეებმა განიხილეს გლობალური ფინანსური სისტემის ფრაგმენტაციის გამოწვევები, საგადამხდელო ინფრასტრუქტურის განახლების მიმდინარე პროცესები და რეგიონული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა