მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.8
-0.0052
flag
AZN 1.5277
0
flag
CNY 38.935
-0.0004
flag
EUR 2.9082
-0.0008
flag
GBP 3.4665
-0.0084
flag
KZT 57.36
-0.0009
flag
TRY 0.0522
0
flag
USD 2.5966
-0.0005
news banner

რეფორმები რასაც მთავრობა ახორციელებს მიმართულია იმისკენ, რომ არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრები იქნას შენარჩუნებული - ლევან ჟორჟოლიანი

news image
mbc image

რეფორმები რასაც მთავრობა ახორციელებს მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში უფრო მყარი ფინანსური ვითარება იყოს და არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრები იქნას შენარჩუნებული, - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. 
ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის შეფასებით, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები დადებითად ფასდება.
„ბოლოს IMF-ის მისია იყო ჩამოსული და ნამდვილად ძალიან დადებითი ასეთი დასკვნა არის მომზადებული. მანამდეც იყო ფაქტების დამდგენი მისიით ჩამოსულები, სადაც ჩვენ ვესაუბრეთ სახელმწიფო საწარმოებში თუ რა რეფორმების განხორციელება გვინდა, რა გავაკეთეთ მაგ მიმართულებით, სანამ ისინი ჩამოვიდოდნენ, რა რეფორმები გავატარეთ, რას ვაპირებთ. ისინი კმაყოფილები იყვნენ, იმიტომ რომ ის, რასაც მთავრობა ახორციელებს, რასაც იგივე ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებენ, ეროვნული ბანკი რასაც აკეთებს, ეს მიმართულია იმისკენ, რომ სიტუაცია მათ შორის ფინანსურად იყოს მყარი ქვეყანაში და ეს მაკროეკონომიკური პარამეტრები იქნას შენარჩუნებული. კორუფციასთან ბრძოლასთან თუნდაც, ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული რეალურად, ამაზე უნდა აისახოს მერე ისევ. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს აზიის განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, აბსოლუტურად ყველა იმ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, რომელიც მუშაობს ქვეყანაში. შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი სამაგალითო თანამშრომლობა გვაქვს და ფინანსთა სამინისტროს ეს საკითხი ძალიან წარმატებულად მიჰყავს ქვეყანაში და ამის ერთ-ერთი დადასტურება არის სწორედ IMF-ის მისიის ბოლო რეპორტი“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა. 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

26.10.2026.17:04

Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.

Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 120.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.13% წინა კვირასთან შედარებით და -14.59% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 307 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 119.30 - 127.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური
ვაჭრობის მოცულობამ 61 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 47.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -7.09% წინა კვირასთან შედარებით და -10.94% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 251 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 46.70 - 50.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 41.45 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.59% წინა კვირასთან შედარებით და - 7.99% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 185 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.40 - 43.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა