მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ეკონომიკურ ზრდას განაგრძობს, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული - ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5%-ით გაზარდა და 2026 წლისთვის ის 6%-ით განსაზღვრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეს ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, როდესაც ბანკმა არაერთი რეგიონის, მათ შორის ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანეს როგორც ტურიზმთან დაკავშირებულმა მიმართულებებმა, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო სფეროებმა.

„ჩვენი მოლოდინით, როგორც 2026 წელს, ასევე 2027 წელს საქართველოში იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებს. ვნახეთ არაერთი გავლენიანი ორგანიზაციის შეფასება, რომელიც პერიოდულად ზრდისკენ კორექტირდება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ხაზს უსვამს პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაღალ აქტივობას. როგორც მოგეხსენებათ, ამ პერიოდში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 9,1% შეადგინა. შესაბამისად, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების აქტიური განხორციელების ფონზე, ველოდებით, რომ 2026-2027 წლებში ეკონომიკური ზრდის დინამიკა საკმაოდ მაღალი იქნება", - აღნიშნავს ვახტანგ ცინცაძე.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავლენიანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებები, რადგან ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღეს. მისი განცხადებით, გლობალურად და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ეკონომიკურ ზრდას განაგრძობს, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული.

„რა თქმა უნდა, ამას ხელს უწყობს ის რეფორმები, რომლებიც ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციასა და გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალი ტემპების შენარჩუნებას ემსახურება. არაერთი გამოწვევის მიუხედავად, 2021-2025 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9,3% შეადგინა. ჩვენი ამოცანაა, ეს პოზიტიური დინამიკა მომავალშიც შევინარჩუნოთ. მსგავსი ტიპის შეფასებები პირდაპირ აისახება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების განწყობებზე. ბიზნესწრეები ამ მონაცემებსა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებებს გულდასმით აკვირდებიან და მათზე დაყრდნობით იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას ინვესტირების, რეინვესტირებისა თუ სხვა ბიზნესსაქმიანობის დაწყების თაობაზე", - განმარტავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

EBRD-ის განახლებული პროგნოზით, 2027 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,0%-ით გაიზრდება. ბანკის შეფასებით, 2026-2027 წლებში ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე მაღალი საშუალო ზრდა ექნება. კერძოდ, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი სხვა კანდიდატი ქვეყნების მაჩვენებელს ორჯერ, ხოლო 2026-2027 წლების საშუალო მაჩვენებელს 1,7-ჯერ გადააჭარბებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე

21.09.2026.17:10

J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge ინდექსში საქართველოს მოხვედრა გამოიწვია ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ და მისადმი საერთაშორისო ინვესტორების მზარდმა ინტერესმა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.

„J.P. Morgan-მა გამოაქვეყნა სრულიად ახალი ინდექსი განვითარებადი ბაზრებისათვის, რომლებიც ახლახან გაფართოვდნენ. საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ინვესტორები, რომლებსაც სურთ ახალ ინდექსში ინვესტირება, დამატებით დაინტერესდებიან საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრით. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს საშინაო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომ განვითარებასა და ლიკვიდობის შემდგომ ზრდას. აღნიშნულ ინდექსში მოხვედრა ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შესაბამისად, სამომავლოდ უკვე შესაძლებელი გახდება J.P. Morgan-ის GBI-EM ინდექსში საქართველოს ფასიანი ქაღალდების მოხვედრა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა