მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, 2026 წელი არაერთი გამოწვევით არის სავსე, მათ შორის ავიაციისა და ტურიზმის სექტორისთვის. სწორედ ასეთ გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ინარჩუნებს ზრდის მაღალ ტემპს და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

„რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, 2026 წელი არაერთი გამოწვევით არის სავსე, მათ შორის ავიაციისა და ტურიზმის სექტორისთვის. თუმცა, სწორედ ასეთ გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ინარჩუნებს ზრდის მაღალ ტემპს და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას. ამაზე მეტყველებს ბოლო პერიოდის მონაცემებიც", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ახალი ეტაპის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადის შთამბეჭდავი შედეგების ეფექტი ტურიზმის სექტორის წარმატებაზეც აისახა.

„2025 წელს საქართველოს აეროპორტები ჯამში 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ასევე, წინა წელთან შედარებით 14%-იან ზრდას გულისხმობს. რეკორდულ ნიშნულს მიაღწია რეისების რაოდენობამაც. განხორციელდა თითქმის 38,000 რეისი, რაც 16%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიმართულების კუთხითაც 49%-იანი ზრდა ფიქსირდება. ეს შთამბეჭდავი შედეგები, რა თქმა უნდა, პირდაპირპროპორციულად ისახება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ 2025 წელი ამ მიმართულებითაც იყო განსაკუთრებით წარმატებული.
პრემიერ-მინისტრმა უკვე აღნიშნა, რომ ჩვენ ქვეყანაში ვუმასპინძლეთ რეკორდული რაოდენობის თითქმის 5.5 მილიონ ტურისტს, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების თვალსაზრისით ეს გახლავთ 7 მილიონ 800 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენმა ქვეყანამ გასულ წელს რეკორდული შემოსავალი მიიღო ტურიზმის სექტორიდან 4 მილიარდ 700 მილიონი ამერიკული დოლარის სახით, რაც წლიურად 6%-იან ზრდას გულისხმობს. ეს მაჩვენებლები ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ საერთაშორისო ინტერესი იზრდება. საქართველო სულ უფრო მეტად იკავებს საკუთარ ადგილს გლობალურ სატრანსპორტო და ტურისტულ რუკაზე, ხოლო ჩვენი ინფრასტრუქტურა ამ მზარდ მოთხოვნას შესაბამისი ტემპით უნდა პასუხობდეს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა ქვეყანაში სააეროპორტო ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რეგიონში საქართველოს მზარდმა როლმა ახალი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების შექმნა აუცილებელი გახადა.

„სწორედ ამ მიზნით ვიწყებთ ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტს, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საავიაციო შესაძლებლობებს. პარალელურად, ვაგრძელებთ რეგიონული აეროპორტების ხელშეწყობას: უახლოეს მომავალში დაგეგმილია თელავის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტის განვითარება და მესტიის აეროპორტისთვის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა. ამავე ლოგიკური განვითარების ნაწილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაც. მგზავრთნაკადის უწყვეტმა ზრდამ და საქართველოს მზარდმა როლმა რეგიონში ახალი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების შექმნა აუცილებელი გახადა.
დღეს დაწყებული პროექტის ფარგლებში TAV Airports-ი 2026-2028 წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებასა და განვითარებაში 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. ამ ინვესტიციის შედეგად აეროპორტი შეძლებს უფრო მეტი მგზავრისა და ავიარეისის მიღებას, არსებული სამგზავრო ტერმინალი მნიშვნელოვნად გაფართოვდება, რის შედეგადაც აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონამდე გაიზრდება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ოპერაციული შესაძლებლობები და მომსახურების ხარისხი", - აღნიშნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აეროპორტის გაფართოების პროექტი კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და საავიაციო ჰაბის პოზიციას, გაზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის.

„დარწმუნებული ვარ, დღეს დაწყებული სამუშაოები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს მსოფლიოს და სრულად აითვისოს საკუთარი სატრანზიტო, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი", - განაცხადა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა TAV Airports-ს, Groupe ADP-ს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში მონაწილეობს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა