მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რეგიონული პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა | ხელისუფლების როლი - ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსია გაიმართა

news image
mbc image

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსია გაიმართა, რომლის  თემა „რეგიონული პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა | ხელისუფლების როლი“ იყო.

2025 წლის ეკონომიკური ფორუმის დისკუსიათა სერია ტრადიციულად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა.

დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი  ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სეტქორის წარმომადგენლები.

ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი. 

,,გარკვეულ ტრადიციად იქცა, რომ ეკონომიკური ფორუმის პლატფორმის გამოყენებით მაქვს შესაძლებლობა, ბიზნეს წრეებთან ვისაუბრო თუ რა პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას ეკონომიკის განვითარების მხრივ, სად ვიმყოფებით, რა გეგმებია ამ მიმართულებით. დღესაც ვისაუბრეთ და შევაჯამეთ ბოლო პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური შედეგები, მიღწევები და დასახული მიზნები. განსაკუთრებით ხაზი გავუსვი, რომ ეკონომიკური განვითარება, ჩვენი წარმოდგენით არის ეროვნული ინტერესის დონის საკითხი. შესაბამისად ეკონომიკური წინსვლის საკითხები ჩვენთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და ამიტომ მთელი ყურადღება მიპყრობილია იმაზე, რომ ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა  დოვლათის შექმნის და კეთილდღეობის ზრდის. ამ მხრივ მშვიდობის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში არსებული გამოწვევების ფონზე, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გვქონდეს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი კონტინენტზე. ზუსტად ამ პოლიტიკის გაგრძელებით და ეკონომიკური თავისუფლების გარემოს უზრუნველყოფით, დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც ამ შედეგით ვიქნებით წარმოდგენილები", - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

,,მიმდინარე წლის პირველი მაღალი რანგის დისკუსია შედგა ხელისუფლებას, ბიზნესს, აკადემიურ და ანალიტიკურ სექტორს შორს, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც, დისკუსიის ფარგლებში ძალიან დეტალურად ისაუბრა ხელისუფლების ხედვაზე ეკონომიკასთან, ბიზნესთან მიმართებაში. ღონისძიების მიმდინარეობისას კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა საქართველოს ხელისუფლების მუდმივი მზაობა ბიზნესთან დიალოგისათვის, ეს იყო საკითხი, რომელიც ასევე ხაზგაზმით დაადასტურა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ბატონმა სოსო ფხაკაძემ. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის ბატონი გია ხუბუას შეფასებები, რომელმაც ისაუბრა ბიზნესისა და საგანმანათლებლო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

,,ძალიან საინტერესო ეკონომიკური ფორუმი გვქონდა. ყოველთვის ვამბობდით, რომ ძლიერი ეკონომიკა არის ქვეყნის წარმატების ქვაკუთხედი. ვციტირებ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ეკონომიკური განვითარება არის ეროვნული ინტერესი - ამ მხრივ ძალიან თანხვედრაშია ხელისუფლების და ბიზნესის ინტერესი. ჩვენ გაქვს ძალიან კარგი და კონსტრუქციული თანამშრომლობა მთავრობასთან, პარლამენტთან. დღევანდელი შეხვედრაც ამის დასტური იყო.  ბუნებრივია, ვისაუბრეთ ბიზნესსა და ეკონომიკაზე. დისკუსიის ფორმატში BAG-ის ინდექსის ბოლო კვარტლის შედეგები წარვადგინეთ, რომელიც საჯარო დოკუმენტი გახდება კვირის ბოლოდან", - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

,,ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა - პროდუქტიული საგნობრივი დისკუსია. ყველა ის თემა, რომელიც იყო განხილული ადასტურებს, რომ გამორჩეულად ცალკე ინტერესები ბიზნესის, სახელმწიფოს და განათლების სფეროს ეს მხოლოდ პირობითია. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი, რომ ქვეყანაში განვითარების და ეკონომიკური ფაქტორი გახდეს უნივერსიტეტი. ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები მაქსიმალურად იყოს არამხოლოდ ორიენტირებული შრომის თავისუფალი ბაზრის მოთხოვნებზე და გამოწვევებზე, არამედ სწავლების პროცესში იმთავითვე აქტიურად იყოს ჩართული დამსაქმებელი. არამხოლოდ, სასწავლო პროგრამები, არამედ მიდგომები სწავლების მეთოდის კუთხითაც იმთავივთვე ითვალისწინებდეს ბიზნესის მოლოდინებს", - განმარტა გიორგი ხუბუამ.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა