მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რეკორდულად მაღალია სავალუტო ინტერვენციები, რასაც ძირითადად განაპირობებს მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები - თამთა სოფრომაძე

news image
mbc image

რეზერვებთან დაკავშირებით წლის დასაწყისიდან გვაქვს ყოველთვიურად მზარდი ტენდენცია, - აცხადებს სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე, რომელიც დღეს რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი თქმით, წელს არის ამის შესაძლებლობა, რომ სებ-მა შეისყიდოს რეზერვები. 

რეზერვებთან დაკავშირებით წლის დასაწყისიდან გვაქვს ტენდენცია, რომ იზრდება ყოველთვიურად როდესაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს ამ სტატისტიკას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.  ვხედავთ, რომ არის მზარდი, თავისთავად ეს არის ეროვნული ბანკის პოლიტიკის ასახვა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეროვნული ბანკისთვის ყოველთვის არის პრიორიტეტი ის, რომ რეზერვები დააგროვოს და ჰქონდეს ადეკვატურ დონეზე, როდესაც ბაზარი და მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ამის შესაძლებლობას გვაძლევს. წელს გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ შევისყიდოთ რეზერვები, ამ პოლიტიკას მივყვებით და ბოლო მონაცემი რაც გვქონდა გამოქვეყნებული რეზერვი არის 5,4 მილიარდი აშშ დოლარი. რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის და დაახლოებით პარასკევს გამოვაქვეყნებთ შემდგომ სტატისტიკას რეზერვების შესახებ.

წლის განმავლობაში ამ მოცულობით შესყიდვა, წინა წლებში არასდროს განხორციელებულა, რეკორდულად მაღალი არის სავალუტო ინტერვენციები, რასაც განაპირობებს ძირითადად ისევ და ისევ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები.

როდესაც ხდებოდა მსგავსი პროგნოზების გაკეთება, ან თუნდაც კომენტარის გაკეთება გასული წლის ბოლოს, საუბრის დროს, მაშინ ეროვნულმა ბანკმა გაყიდვების მიმართულებით განახორციელა ინტერვენცია. მაშინაც ჩვენი კომუნიკაცია და ჩვენი ანალიზი იყო ის, რომ გაცვლით კურსს საბოლოოდ აყალიბებს ის, თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს – ფუნდამენტური ფაქტორები.

დანარჩენი  ეს აჟიოტაჟი, მოლოდინების გაუარესება ან პირიქით, მხოლოდ მოკლევადიან გავლენას ახდენს. შარშან წლის ბოლოს იყო ეს მომენტი, როდესაც გარკვეულ ტიპის აჟიოტაჟი, მოლოდინები ახდენდა კურსზე გავლენას. იმიტომ, რომ ჩვენ ხელთ გვქონდა ანალიზი, მონაცემები იმისა, რომ ფუნდამენტური ფაქტორები იყო საკმაოდ ძლიერი. აქედან გამომდინარეობდა კურსზე ზეწოლა.

შესაბამისად, 2025 წლის დასაწყისიდან თავისთავად, რადგანაც ფუნდამენტური ფაქტორები იყო ძლიერი, კურსი სტაბილურად შენარჩუნდა ამ ნიშნულზე და შესაბამისად მოლოდინებიც შეიცვალა.  მაგალითად, ძალიან კარგი საზომი არის თუ როგორი არის დეპოზიტების დოლარიზაცია. შარშან, წლის ბოლოს საკმაოდ სწრაფად გაიზარდა. დაახლოებით, 54 %-მდეც ავიდა, 53-54 %-მდე, თუმცა როგორც აღვნიშნე რადგანაც ანუ თავისთავად მაკროეკონომიკური მდგომარეობა აყალიბებს კურსს და შემდეგ წამოვიდა ტენდენცია, რომ ეს კურსი არის სტაბილური შემდეგ მოლოდინებიც შეიცვალა და დღეის მდგომარეობით, თუ გასული წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისშიც საკმაოდ მაღალი 53% იყო დოლარიზებული - დღეს ეს მაჩვენებელი არის 49.2-ზე ჩამოსული, ისევ ლარის დეპოზიტების მიმართულებით გაიზარდა,“ - აცხადებს თამთა სოფრომაძე. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა