მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც გასულ წელს გვქონდა ტურიზმში, 2024 წელს გაუმჯობესდება - გიორგი აბაშიშვილი

news image
mbc image

დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელი იქნება კიდევ უფრო მეტად პოზიტიური და ის რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც 2023 წელს გვქონდა, გაუმჯობესდება, -  ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შედეგების შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა. 

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს ბიზნესთან და ხდება მომდევნო წლებისთვის სტრატეგიული სამიზნე მიმართულებების განსაზღვრა. 

„როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანგარიშიდან ვნახეთ, გასული წელი იყო ძალზედ მნიშვნელოვანი, როგორც ტურისტების, ისე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, პარტნიორი ქვეყნების ნაწილიდან ტურისტების შემოდინება ბუნებრივად შემცირდა, ან ცალკეულ შემთხვევებში შეწყვეტილი.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა ამ კუთხით მჭიდროდ თანამშრომლობს ბიზნესთან და ხდება  სტრატეგიული სამიზნე მიმართულებების განსაზღვრა. იგივე ინდოეთი, ჩინეთი და რაღა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები.

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ტურბულენცია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მნიშვნელოვანია ამ კუთხით ბაზრების დივერსიფიკაცია და ის, რომ მთავრობა ცდილობს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენები არსებობდეს და მეტი იმუშაოს ამასთან დაკავშირებით, ეს არის მთლიანობაში სარგებელი.

პირველ რიგში ამით საქართველოს მოქალაქეები და ბიზნესკომპანიები იღებენ სარგებელს, რომლებიც ტურიზმის სფეროში საქმიანობენ.

დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე წელი ამ თვალსაზრისით იქნება კიდევ უფრო მეტად პოზიტიური და ის რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვქონდა გასულ წელს, ამასთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლები დაფიქსირდეს. ვხედავთ, რომ ჩნდება მეტი პერსპექტივა,  გარკვეულ შემთხვევაში ეს იქნება სწრაფად გარკვეულ შემთხვევაში კი ეს იქნება შემდგომი ნაბიჯი, რომლის შედეგებსაც მომავალ წლეს ვნახავთ“, - განაცხადა აბაშიშვილმა. 

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გაიხსნა. მასში მონაწილეობა მიიღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის და პარლამენტის წევრებმა, საჯარო და კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, გასული წელი ორივე ინდუსტრიისთვის სარეკორდო მაჩვენებლებით გამოირჩეოდა, მათ შორის, ქვეყანამ ტურიზმიდან 4.1 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, საქართველოს აეროპორტები კი 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის ზრდაში ტურიზმისა და ავიაციის სექტორების წარმატებული საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ეს არის სახელმწიფოს გეგმაზომიერი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ის წლიდან წლამდე ახორციელებს.

ტურიზმის ინდუსტრიისთვის 2023 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო, მათ შორის საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების სტატისტიკით - მათმა ოდენობამ შვიდ მილიონს გადააჭარბა. ამასთან, გასულ წელს საქართველოში 4,669,467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა - 2022 წელთან შედარებით ზრდა +27.8%-ია. 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2022 წლის მონაცემებს 17.3%-ით (608.7 მლნ. აშშ. დოლარით) გადააჭარბა. ტურიზმიდან გლობალური შემოსავლების მიხედვით, აღდგენა 93%-ს შეადგენს. ასევე აღსანიშნია, რომ 2023 წელს საქართველო საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB ბერლინის მასპინძელი ქვეყანა იყო და ღირსეულად წარსდგა ორასი ათასამდე ვიზიტორის წინაშე მთელი მსოფლიოდან. წელს კი საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს, ასევე m&I Forum-ის მასპინძელი ქვეყანა იქნება.

2023 წელი ასევე წარმატებული იყო საქართველოს მთის კურორტებზე განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით - ბაკურიანში 300 მლნ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა, გუდაურში კი ინვესტიციის ოდენობამ 70 მლნ. ლარი შეადგინა. შედეგად, გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, ქვეყანა კი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მუდმივ კალენდარში მოხვდა - აქ ყოველწლიურად გაიმართება საერთაშორისო მასშტაბის სპორტული ღონისძიებები, მათ შორის მსოფლიო თავის ეტაპები.

მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა გასულ წელი ავიაციის ინდუსტრიისთვისაც, კერძოდ: 2023 წელს საქართველოს ბაზარზე 9 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა, საჰაერო რეისებს კი 21, მათ შორის, 6 ევროპული ახალი მიმართულება დაემატა. სტრატეგიულ ახალ მიმართულებებს შორის არის ჰამბურგის, კოპენჰაგენის, მადრიდის, ფრანკფურტის, ბრიუსელის, პოზნანის, კიოლნისა და დელის მიმართულებები. დღეს საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებენ წამყვანი ავიაკომპანიები - Wizz Air Hungary, Turkish Airlines, Pegasus, Georgian Airways, Azerbaijan Airlin, Fly Dubai, Air Arabia და ა.შ.

მნიშვნელოვანია ქვეყნის შიდა ფრენების სტატისტიკაც: გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 33 187-ს შეადგენს, საიდანაც 62% საქართველოს, ხოლო 38% უცხო ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ. როგორც დღეს ღონისძიებაზე აღინიშნა, საქართველოში შიდა ფრენების ზრდის კუთხით სერიოზული სტიმული იქნება დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის თელავის აეროპორტის განვითარების პროექტი.

ამასთან, დაგეგმილია მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება. აღსანიშნია, რომ დაწყებულია მუშაობა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე.

ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეკონომიკის ამ ორი მნიშვნელოვანი დარგის - ტურიზმისა და ავიაციის ზრდა/განვითარება მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის ეკონომიკური სურათისთვის და რაც მთავარია, ეს არის ახალი სამუშაო ადგილები და მეტი კეთილდღეობა მოსახლეობისთვის. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგნოზით 2024 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, რაც ავიაციის სექტორში 6.8 მილიონიან მგზავრთნაკადსა და ტურიზმიდან 4.5 მლრდ აშშ დოლარის შემოსავლებში აისახება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა