მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რიკოთის ოთხი კომპანიიდან, ხელშეკრულების გაფორმებისას არცერთი ყოფილა სანქცირებული - მინისტრი

news image
mbc image

რიკოთის ოთხი კომპანიიდან, ხელშეკრულების გაფორმებისას არცერთი ყოფილა სანქცირებული, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„კარგია, რომ ჩვენმა ოპონენტებმა გაიგეს და აღიარებენ, რომ რიკოთის ტენდერებში, მაღალი კონკურენციის პირობებში, ოთხ მონაკვეთზე, ოთხი სხვადასხვა კომპანია შეირჩა. თუმცა, თავიანთი უსამართლო ბრალდების გასამყარებლად, ორი სხვადასხვა დანიშნულების შესყიდვის ფორმას ერთმანეთში ურევენ.

არადა, ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ ხარისხზე დაფუძნებული 80-20-ზე პრინციპით, საზედამხედველო, საპროექტო და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა ხდება. ხოლო, სამშენებლო შესყიდვისთვის ტარდება „ღია საერთაშორისო ტენდერი“, სადაც გამარჯვებულად გამოვლინდება კომპანია, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს და აქვს უმდაბლესი ფასი“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ პროექტებში, შესყიდვის მიზნებისთვის, გამოიყენება ამავე ორგანიზაციის მიერ შექმნილი სანქცირებული კომპანიების სია. ე, წ. შავი სია, და არა რომელიმე ქვეყნის ან რომელიმე სხვა ორგანიზაციის სანქცირებულთა სია.

ეს სიები არის ღია და საჯარო. შესაბამისად, მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურებით არცერთ სანქცირებულ კომპანიასთან არ გაფორმებულა ხელშეკრულება. ,,ოთხივე კომპანია, რომელიც გამოცხადდა გამარჯვებულად რიკოთის ტენდერში და რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება, სრულად აკმაყოფილებდა სატენდერო კრიტერიუმებს, მოთხოვნებს და არ ირიცხებოდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სანქცირებულთა სიაში.

მოსახლეობისთვის, არასპეციალისტისთვის, ეს შეიძლება არ იყოს მარტივად გასაგები და სწორედ ამიტომაა ადვილი ამ თემით მანიპულაცია. მაგალითად მოგახსენებთ: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის ტენდერი ჩატარდა მსოფლიო ბანკის წესების შესაბამისად. სატენდერო დოკუმენტაციის მე-3 სექციის 3.23 პუნქტის (e) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპანიები რომლებიც არიან სანქცირებული ბანკის მიერ არიან „ineligible“ ანუ შეუსაბამოები და ისინი ექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას. ამასთან, სატენდერო დოკუმენტების მე-2 სექციის ITB 4.5 პუნქტში მითითებულია ბმული, სადაც მოცემულია სანქცირებული კომპანიების სია’’-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მან კიდევ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რიკოთზე გაფორმებულია FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულებები და ეს არ არის სახელმწიფო შესყიდვის ტიპიური ხელშეკრულება. ეს არის საერთაშორისო შესყიდვა და არ არის კავშირში სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობასთან. პროექტზე, რომელიც ფინანსდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ, ფორმდება FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულება.

ხელშეკრულება შემუშავებულია 1913 წელს ჟენევაში დაარსებული და მოქმედი საერთაშორისო ინჟინერთა ასოციაციის მიერ. ხელშეკრულების ეს ფორმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სატენდერო დოკუმენტაციის შემადგენელი ნაწილია. ამავე ხელშეკრულების ზოგადი პირობების 15.2 მუხლი განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში წყდება ხელშეკრულება და რა საფუძვლით. კომპანიის სანქცირება, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არ არის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

მინისტრის თქმით, რიკოთზე მომუშავე კომპანიები, არც 10 აგვისტოს მდგომარეობით საფინანსო ინსტიტუტების მიერ სანქცირებულთა სიაში არ იმყოფებიან.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა