მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებზე ბრალდებები უსაფუძვლოა - ირაკლი ქარსელაძე

news image
mbc image

ირაკლი ქარსელაძე რიკოთის გზასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე დღეს 18:00 საათზე მედიასთან შეხვედრას გამართავს

„გუშინ მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამება. ასეთი ტიპის კამპანია მანამდეც იყო, მაგრამ შოვის სტიქიასთან პარალელების გავლება არის აბსოლუტურად მიუღებელი. გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ ამდენი, უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდება, და ცილისწამება მოვისმინეთ, თქვენც ამდენი კითხვა გაქვთ, აჯობებს სხვა ფორმატში გიპასუხოთ ყველა კითხვაზე. ამისათვის, 6 საათზე შევიკრიბოთ ონის შტაბში (მერიის შენობაში)," - ამის შესახებ რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, შოვის სტიქიის ზონიდან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ქარსელაძე სტიქიის ზონაში ძებნა-შველის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო, რის შემდეგაც მედიის კითხვებს უპასუხა. სტქიიის გარდა, მას გუშინ რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებულ ბარლდებებზე დაუსვეს კითხვები.

როგორც მინისტრმა განაცხადა, დღეს 6 საათზე, ონში, რაჭის სტიქიასთან დაკავშირებით შექმნილ შტაბში გამართავს შეხვედრას მედიასთან, სადაც საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას რიკოთის საუღეტეხილო გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით და უპასუხებს ჟურნალისტების კითხვებს.

"ყველაზე მიუღებელია ის, რომ ხდება ჩვენი მოსახლეობის დაშინება. ისეთი სიცრუის დაბრალება, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს დღეს სტიქიის გამო შექმნილ ვითარებას. ყველა ერთად განვიცდით ამ მდგოამრეობას. ამ ფონზე ასეთი ქმედება არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი. დღეს, 6 საათზე, შევიკრიბოთ შტაბში, სადაც ჩვენ ვისაუბრებთ რიკოთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე და, რა თქმა უნდა, მოგაწვდით ინფორმაციას იმაზე, თუ რა არის სინამდვილე, რა არის რეალობა, სად არის სიცრუე, სად არის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდება, სად არის ცილიწამება და ყველა სხვა დეტალზე“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა