რკინიგზის განვითარება და ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება გარდამტეხი შუა დერეფნისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენს სტრატეგიულ პოზიციას, დაკავშირებადობას და სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას l ლაშა აბაშიძე
რკინიგზის განვითარება და ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება გარდამტეხი შუა დერეფნისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენს სტრატეგიულ პოზიციას, დაკავშირებადობის და სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას, - აღნიშულის შესახებ, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში განაცხადა.
„საქართველო როგორც მოგეხსნებათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორია შუა დერეფნის ნაწილში. რკინიგზის განვითარება გარკვეულწილად შუა დერეფნისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ გაცილებით ეფექტურად მოხდება ტვირთების გადაზიდვა, ასევე ანაკლიის პორტზე უკვე მიმდინარეობს სამუშაოები და ჩვენ უკვე უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მისასვლელი გზის სამშენებელო სამუშაოებს. შეიძლება ითქვას რომ ეს განვითარება რკინიგზის და ანაკლიის პორტის იქნება ძალიან გარდამტეხი შუა დერეფნისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენს სტრატეგიულ პოზიციას დაკავშირებადობის და სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების კუთხით", - აცხადებს ლაშა აბაშიძე.
სხვა სიახლეები
ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი - ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური | „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელ გზაზე
11.09.2026.15:08
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერთან დაკავშირებით ილაპარაკა.
მისი თქმით, ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდება.
„მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობთ ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდება. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური. ხაზი სრულიად ელექტოფიცირებული იქნება. ეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ანაკლიის პორტს დააკავშირებს არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან“, - აღნიშნა აბაშიძემ.