მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190.6
0.0035
flag
AZN 1.5244
0.0002
flag
CNY 38.901
0.0075
flag
EUR 2.8343
-0.008
flag
GBP 3.3867
-0.0101
flag
KZT 56.28
-0.0056
flag
TRY 0.0512
-0.0001
flag
USD 2.5922
-0.0004
news banner

როდესაც პროექტს ლოკალური კომპანია ახორციელებს, მისი ეკონომიკური ღირებულება ქვეყნისთვის გაცილებით მაღალია - ირაკლი გიორგობიანი

news image
mbc image

მცირე ეკონომიკის პირობებში, ერთის მხრივ, გვაქვს მოლოდინი, რომ ფისკალურ ეფექტს ვიღებთ, როდესაც დემპინგური ფასით ჩინური კომპანია გვიშენებს ინფრასტრუქტურას, მაგრამ, მეორეს მხრივ, არ ვადარებთ იმ პოტენციურ ეკონომიკურ ღირებულებას, რაც ქართული კომპანიების მიერ პროექტის განხორციელებით შეიქმნებოდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გიორგობიანმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების მხარდაჭერის მექანიზმებზე მუშაობს, რაც მათ კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება.

„ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა რჩება და დიალოგი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დროს ხდება პრობლემის იდენტიფიცირება და მერე მის გადაჭრაზე დისკუსია. ჩვენ არ გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა თავად პრობლემის მიმართ, არამედ ეფექტურობა სწორედ იმაში იქმნება, თუ როგორ მოვაგვარებთ მას.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, განსაკუთრებით მასშტაბური გეგმები გვაქვს საგზაო მიმართულებით, სადაც ჩინური სახელმწიფო კომპანიები დომინირებენ. მათთან კონკურენცია არა თუ ქართულ კომპანიებს, არამედ მსხვილ ევროპულ საერთაშორისო მოთამაშეებსაც უჭირთ, რადგან ჩინური კომპანიები საკუთარ კაპიტალს ორჯერ თუ სამჯერ ნაკლებად აფასებენ, ვიდრე დასავლური კომპანიები. მოგეხსენებათ, ბევრი მსხვილი სამშენებლო კომპანია საჯაროდ ივაჭრება, სადაც ყველა ინვესტორი უყურებს კაპიტალზე უკუგებას. 5-6-პროცენტიანი უკუგების პირობებში მათი ღირებულება ალბათ ნულთან ახლოს იქნება, როდესაც ჩინური კომპანიები სულ სხვა კაპიტალის უკუგებაზე მუშაობენ. ეს არის ჩინეთის სახელმწიფო ექსპანსია, თუმცა ჩვენი მცირე ეკონომიკის პირობებში, ერთის მხრივ, გვაქვს მოლოდინი, რომ ფისკალურ ეფექტს ვიღებთ, როდესაც დემპინგური ფასით ჩინური კომპანია გვიშენებს ინფრასტრუქტურას, მაგრამ, მეორეს მხრივ, არ ვადარებთ იმ პოტენციურ ეკონომიკურ ღირებულებას, რაც ქართული კომპანიების მიერ პროექტის განხორციელებით შეიქმნებოდა.

მინისტრმა (რევაზ სოხაძე) აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამუშავებს გარკვეულ ინიციატივას და ჩვენც აქტიურად ვთანამშრომლობთ ამაზე. საერთაშორისო პრაქტიკასა და ჩვენს სამეზობლოში არსებობს ლოკალური კომპანიების ხელშეწყობის მექანიზმები, რომლებიც ფასის უპირატესობას აძლევს ადგილობრივ კომპანიას. როდესაც პროექტს ლოკალური კომპანია ახორციელებს, მისი ეკონომიკური ღირებულება ქვეყნისთვის გაცილებით მაღალია, ვიდრე საერთაშორისო ან, ამ შემთხვევაში, ჩინური სახელმწიფო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოსი. ეს ცალსახად პოზიტიური სიგნალია სექტორისთვის. გარკვეული უკმაყოფილება შეიძლება სწორედ იქიდან გამომდინარეობდეს, რომ სექტორში დიდი მოლოდინები შეიქმნა და მას მეტი და მეტი უნდა. მე ვფიქრობ, რომ ამ პოზიტიურ ინიციატივებს სახელმწიფო უზრუნველყოფს, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ კომპანიებს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები“, - განმარტა ირაკლი გიორგობიანმა. 

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სომხეთი რეგიონში ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალ ქვეყნებს შორისაა - Galt & Taggart

25.11.2026.15:00

გალტ & თაგარტმა სომხეთის ეკონომიკის შესახებ სიღრმისეული კვლევა გამოაქვეყნა - Armenia: Turning Opportunities into Growth. პუბლიკაცია კომპანიის რეგიონული კვლევითი მიმართულების განვითარების მორიგი ეტაპია. უზბეკეთის ეკონომიკის შესახებ გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ, გალტ & თაგარტი რეგიონში კვლევით დაფარვას კიდევ ერთი ქვეყნით აფართოებს და ინვესტორებს სომხეთის შესახებ დამოუკიდებელ ანალიტიკას სთავაზობს.

კვლევა დეტალურად მიმოიხილავს სომხეთის მაკროეკონომიკურ გარემოსა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ფაქტორებს. იგი მნიშვნელოვანი ანალიტიკური რესურსია, როგორც სომხეთში მოქმედი და პოტენციური ინვესტორებისთვის, ისე აქტივების მმართველი კომპანიების, ფინანსური ინსტიტუტებისა და კაპიტალის ბაზრის სხვა მონაწილეებისთვის, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს აფასებენ.
გალტ & თაგარტის კვლევის თანახმად, 2022 წლიდან სომხეთის ეკონომიკა სწრაფად იზრდება: 2022-25 წლებში რეალური ზრდა საშუალოდ 8.5% იყო, 2025 წელს კი 7.1% შეადგინა. ქვეყანაში კომპანიებისა და კაპიტალის შემოდინებამ სამომხმარებლო და საინვესტიციო ხარჯები დააჩქარა, ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვები კი რეკორდულ დონემდე გაზარდა. 2021-2025 წლებში ეკონომიკის ზომა 13.9 მლრდ აშშ დოლარიდან 29.3 მლრდ აშშ დოლარამდე გაორმაგდა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი 4,750 აშშ დოლარიდან 9,495 აშშ დოლარამდე. 2016-25 წლებში სოფლის მეურნეობის წილი შემცირდა, ხოლო მომსახურების სექტორების წილი გაიზარდა: ფინანსური მომსახურების – 4.9%-დან 10.8%-მდე, ვაჭრობის – 10.9%-დან 16.1%-მდე. IT ექსპორტი 2021 წლიდან თითქმის ხუთჯერ, 1.8 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ზრდას მშენებლობა და უძრავი ქონების ბაზარიც უწყობდა ხელს: ბინების გაყიდვებმა 2025 წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გამოწვევებს შორისაა რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის ნაწილზე დაწესებული შეზღუდვები. ამავდროულად, ჩნდება ახალი შესაძლებლობებიც: საზღვრები ეტაპობრივად იხსნება, იგეგმება ახალი სატრანზიტო მარშრუტი, ევროკავშირმა სომხეთისთვის დახმარება გააფართოვა, ამოქმედდა ოქროს ახალი საბადო, რომელიც წელიწადში 860-900 მლნ აშშ დოლარის საექსპორტო შემოსავალს მოიტანს, და გაიხსნა Firebird-ის ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრი, რომელშიც ჯამში 5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია იგეგმება. ეს ყველაფერი მომავალ წლებში ეკონომიკის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა