როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, მხედველობაში გვაქვს ერთიანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური სივრცე ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან-ანაკლიის პორტამდე | შოთა ბერეკაშვილი
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ სწორად გამოვიყენეთ არსებული გარე პირობები, რათა ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის სათანადო საფუძველი შეგვექმნა. თუმცა, ახლა ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვიმყოფებით, რადგან მსოფლიო ეკონომიკური მოდელი ტრანსფორმაციის პროცესშია. მიმდინარეობს გლობალური ეკონომიკური მოდელის ფრაგმენტაცია, რის შედეგადაც იკვეთება ორი ან მეტი ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი. ასეთ გარემოში ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განსაზღვრავს.
მე ოთხ ფაქტორს გამოვყოფდი: პირველი, ქვეყნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია წვდომა იაფ ენერგორესურსებზე; მეორე - მნიშვნელოვანია ინოვაციური ტექნოლოგიები და მათი განვითარების შესაძლებლობები; მესამე წვდომა იაფ ნედლეულსა და მინერალებზე; და მეოთხე, რასაკვირველია, როდესაც ირღვევა გლობალური ეკონომიკური მოდელი, ირღვევა მიწოდების ჯაჭვები და აქ მნიშვნელოვანია წვდომა სტაბილურ მიწოდების ჯაჭვებზე.
ამ ოთხიდან ერთს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის ქვეყანა, რომ წარმატებული განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს. ის ქვეყნები კი, რომლებიც ოთხივეს აკმაყოფილებენ, არიან ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრები. აქ ბუნებრივია ისმის კითხვა: სად არის საქართველო და ამ ოთხი კრიტერიუმიდან რამდენის დაკმაყოფილება შეგვიძლია?
ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, მეოთხე მოცემულობიდან დავიწყებ, რადგან საქართველო არის ხიდი აზიისა და ევროპის ბაზრებს შორის და აქ დაკავშირებადობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაკავშირებადობაზე, ბუნებრივია, ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე. სწორედ ამ შესაძლებლობის გაძლიერებას ემსახურება მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტურქტურული პროექტები. მხედველობაში მაქვს ანაკლიის პორტი, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზაცია, ახალი აეროპორტის მშენებლობა. თუმცა, ჩვენ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ წარმატებული შუა დერეფანი ვერ შედგება მხოლოდ საქართველოს მონაწილეობით. ამ პროცესში მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, მხედველობაში მაქვს ყაზახეთი და აზერბაიჯანი.
როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, მხედველობაში გვაქვს ერთიანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური სივრცე ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან-ანაკლიის პორტამდე. შეთანხმებული სატარიფო პოლიტიკით, კოორდინირებული გადაზიდვებითა და პროგნოზირებადი მიწოდების ვადებით შესაძლებელია შეიქმნას კონკურენტუნარიანი, წარმატებული შუა დერეფანი.
ამ პროცესს თან ახლავს სხვა ეკონომიკური სექტორების განვითარება, როგორიც არის საფინანსო სექტორი, სადაზღვევო სექტორი, სასაწყობო მეურნეობა და სხვა. არაერთი სექტორის ჩამოთვლა შეიძლება, რომელიც განსაკუთრებულ შესაძლებლობას შეუქმნის ქვეყანას და დიდ საინვესტიციო შესაძლებლობას შექმნის.
ასევე, არ შემიძლია, არ გამოვყო ენერგეტიკის სექტორი, რადგან წვდომა იაფ ენერგორესურსზე ნიშნავს კონკურენტულ ეკონომიკას, ნიშნავს ბიზნესის კონკურენტულ უპირატესობას. აქ განსაკუთრებული დიდი როლი უნდა დაეთმოს საქართველოს ჰიდრორესურსის გამოყენებას და აუცილებელია მაღალკაშხლოვანი ჰესების მშენებლობა, ასევე ქარის და მზის ენერგიის მიმართულებით პროექტების განხორციელება. ჩვენი მიზანია, არა მარტო გავხდეთ თვითკმარი ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით, არამედ გვქონდეს საექსპორტო შესაძლებლობები და ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი.
მესამე და მნიშვნელოვანი ნაწილი - ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ ტექნოლოგიურ განვითარებას. აუცილებელია ინვესტიციები განათლების სექტორში, რადგან ინოვაცია და ტექნოლოგიები არის მომავლის ეკონომიკის საფუძვლები.
რომ შევაჯამოთ, ჩვენ გვჭირდება ისეთი ეკონომიკური მოდელის შექმნა, რომელიც დაფუძნებული არის კონკურენციაზე, მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე და ადამიანურ კაპიტალზე", - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.
სხვა სიახლეები

29.09.2026.13:06