მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როდის აღდგება რიკოთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების 24 საათიანი რეჟიმი - განმარტება

news image
mbc image

ზოგადად, ხშირია შემთხვევები, როცა მასშტაბური პროექტების განხორციელებას გაუთვალისწინებელი შემთხვევები აფრეხებს. ასე მოხდა მაგისტრალის 149 კილომეტრზე, როდესაც გზიდან 200 მეტრში ზევით პოტენციური მეწყრული პროცესები განვითარდა.

ამის შესახებ  Business Insider Georgia-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა განუცხადა. 

გიორგი წერეთელის განცხადებით, ეს არ ყოფილა მეწყერი, არამედ აღნიშნულ ფერდზე პოტენციური მეწყრული პროცესები განვითარდა და ნაპრალები გარკვეულ დინამიკაში პროგრესს განიცდიდა.

„ამიტომ ჩვენ მივიღეთ მაშინ გადაწყვეტილება და შევზღუდეთ გადაადგილება, დავაწესეთ მონიტორინგი, გავზარდეთ ბუფერი, დავიწყეთ შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილებები, 149 კმ-ისთვის შესაბამისი კვლევის შემდეგ მომზადდა პროექტი, ის უკვე ჩვენთან არის და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, შედეგად  ფერდის სტაბილიზაცია დასრულდება“, - აცხადებს გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 12 ოქტომბრიდან რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი შეიცვალა და მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთის საუღელტეხილო გზაზე გადაადგილება დაშვებულია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. რაც შეეხება მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტის გადაადგილებას, ამ შემთხვევაში ძალაში რჩება სპეციალური რეჟიმი, თუმცა იზრდება 4 საათით.

გიორგი წერეთელი ვარაუდობს, რომ ნოემბრის მეორე ნახევრიდან მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვისაც 24 საათიანი გადაადგილების უფლება აღდგება.

რადგან ზამთარი ახლოვდება, აქტუალური კითხვა გაგრძელდება თუ არა ინტენსიური სამუშაოები ზამთრის სეზონზე. გიორგი წერეთელი ამბობს, რომ ბოლო სამი წელია, მიუხედავად კლიმატური პირობებისა, პანდემიისა და რეგიონში განვითარებული მოვლენებისა ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები არ შეჩერებულა.

„ზამთარი ბუნებრივია პერიოდულად გარკვეულ შეფერხებებს იწვევს. რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ მონაკვეთზე(ჩუმათელეთი-ხევი) სამუშაობი არსებულ გზასთან ახლოს მიმდინარეობს. ტრანსპორტის გადაადგილება ფაქტობრივად სამშენებლო სამუშაოების არეალში ხდება, მიუხედავად ამ გამოწვევისა, სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - ამბობს წერეთელი.

რიკოთის პროექტი, მასშტაბითა და მნიშვნელობით, უპრეცენდენტოა, 52 კმ-იანი საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით. პროექტი ითვალისწინებს 51 გვირაბისა და 97 ხიდის მშენებლობას. ამ დროისთვის, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. ამასთან, 12 გვირაბით და 22 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.  რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იანი მონაკვეთი; ხევი-უბისას 12,2 კმ-იანი მონაკვეთი; უბისა-შორაპანის 13 კმ-იანი მონაკვეთი და შორაპანი-არგვეთას 14,7კმ-იანი მონაკვეთი.

იგივე თემაზე: 

მაგისტრალების განვითარება მოგვცემს საშუალებას, საქართველო ჩამოყალიბდეს სატრანსპორტო ჰაბად და კონკურენციაში შევიდეს სხვა კორიდორებთან - გიორგი წერეთელი

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა