მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როდის გასაჯაროვდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პირველადი შედეგები 

news image
mbc image

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში საქსტატი უკვე ახალ ეტაპზე გადავიდა და ამ დროისათვის მონაცემთა ვალიდაციას ახდენს. როგორც რადიო „სივრცის“ (FM 98.5) ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 25 ივნისს იგეგმება.

ჩვენ, გასული წლის ნოემბერში დავიწყეთ აღწერა, რომელიც დაახლოებით ორი თვის მანძილზე გაგრძელდა. მაღალმთიან და ძნელად მისადგომ რეგიონებში მონაცემთა შეგროვება ჩვენ სექტემბერში მოვახდინეთ,  რათა თავიდან აგვეცილებინა ამინდის შესაძლო გაუარესებით მიღებული დაბრკოლებები, სირთულეები. 14 ნოემბრიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში თვით რეგისტრაციის პორტალი იყო გახსნილი და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა შესაძლებლობა თვითონ შეევსო ელექტრონული კითხვარი. მასთან სახლში არ მისულიყო ინტერვიუერი. დაახლოებით, 5-6%-მა მოსახლეობის ისარგებლა ამ შესაძლებლით და შემდეგ უკვე კარდაკარის პრინციპით ჩვენი 12 000-მდე  ინტერვიუერი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახდენდა მონაცემთა შეგროვებას. აღწერის პროცესი, მონაცემთა შეგროვების პროცესი დასრულდა 31 დეკემბერს  და ჩვენ გადავედით უკვე ახალ ეტაპზე, რაც მონაცემთა ვალიდაციას, ხარისხის სამუშაოებს და ადმინისტრაციულ მონაცემების საფუძველზე სხვადასხვა სახის მონაცემების შეგროვებასა და დაზუსტებას ემსახურება. სხვათაშორის, ეს რამდენიმე წლის წინ განისაზღვრა, თუ როდის უნდა გამოვაქვეყნოთ მონაცემები. ეს გახლავთ ივნისის ბოლო და სამუშაო პროგრამითაც არის განსაზღვრული, რომ 25 ივნისს წინასწარი შედეგები რეგიონების მათ შორის სქესის დონეზე იქნება წარმოდგენილი და კიდევ 2026 წლის ივნისის ბოლომდე ჩვენ უმცირესი ადმინისტრაციული ერთეულების, ანუ სოფლების დონეზე შევთავაზებთ მაქსიმალურად დისაგრებირებულ მონაცემებს მოსახლეობას. 10 წელია არ ჩატარებულა მოსახლეობის აღწერა და ნამდვლად შევყურებთ დიდი მოლოდინებით ამ ინფორმაციას“, - განაცხადა თოდრაძემ. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა