მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ აფასებს ირაკლი ლექვინაძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სამუშაო პროცესს

news image
mbc image

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ფასების საკითხი იმდენად კომპლექსურია, რომ მისი ეფექტიანი მართვა მხოლოდ სხვადასხვა ინსტიტუციისა და ბიზნესის ერთობლივი მუშაობით არის შესაძლებელი.

როგორც მან რადიო „სივრცეში“, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სამთავრობო კომისია და ასევე საპარლამენტო კომისია, სწორედ ის პლატფორმებია, სადაც შესაძლებელია ისეთი სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მოკლე ვადაში ფასებზე პოზიტიურ გავლენას მოახდენენ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სამთავრობო კომისიაში წარმოდგენილია ყველა უწყება, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულები ფასების საკითხთან და ზოგადად სასურსათო თუ არასასურსათო პირველადი მოხმარების პროდუქტებთან. ასევე მოქმედებს საპარლამენტო კომისია, რომელიც ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„ეს პლატფორმები საშუალებას იძლევა, კომპლექსურად მოიძებნოს სწორი გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს ისეთ ნაბიჯებში, რომლებმაც ფასებზე პოზიტიური გავლენა მოახდინოს“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, კომისიის შეხვედრების ფორმატში, განსაკუთრებით კი მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრებზე, გამოიკვეთა ის პრობლემური საკითხები და სუსტი წერტილები, სადაც სწორი რეგულირების პირობებში შესაძლებელია ფასების შემცირების რესურსის გამოძებნა.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2023 წლიდან ახორციელებს FMCG ბაზრის მონიტორინგს და ამ მიმართულებით არაერთი კვლევა აქვს ჩატარებული. სააგენტოს გააჩნია შესაბამისი შეფასებები და რეკომენდაციები, რომლებიც სასარგებლო შეიძლება იყოს როგორც სამთავრობო, ასევე საპარლამენტო კომისიებისთვის.

მისივე თქმით, სააგენტოს წლიურ ანგარიშებში დეტალურადაა ასახული ბაზრის ანალიზი.

„ბოლო მონაცემებით,"რითეილის" ბაზარზე არ გვყავს დომინანტი ეკონომიკური აგენტი. 10 მსხვილი ქსელური მარკეტის წილი 60%-ის ფარგლებშია. იმისთვის, რომ სააგენტომ შეძლოს რეაგირება, უნდა არსებობდეს დომინანტური მდგომარეობა ან კონკრეტული გარიგების ფაქტი“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

GCCA-ის თავმჯდომარის თქმით, სააგენტოს ანგარიშებში არაერთხელ არის ხაზგასმული, რომ ბაზარზე პირობების განმსაზღვრელი ძირითადად მაინც “რითეილიია”, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ გავლენას ახდენს მომწოდებლებზე, დისტრიბუტორებსა და მწარმოებლებზე.

ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, არსებული პრობლემების გადაჭრა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს
და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სამთავრობო და საპარლამენტო კომისიების საქმიანობა.

„ჩვენ მზად ვართ, ორივე ფორმატში აქტიურად ჩავერთოთ და შესაბამისი წვლილი შევიტანოთ იმ დასახული მიზნის მიღწევის მიმართულებით, რასაც ფასების შემცირება ჰქვია“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა