როგორ ამატებს Porsche ელექტრომობილის მართვას ახალ გამოცდილებას
Porsche Taycan-ის მართვის გამოცდილებას E-Shift-ის ოფციით აძლიერებს - ეს არის აქტიური ელემენტი, რომელიც ელექტრომობილში გადაცემათა გადართვას, გადართვისას წარმოქმნილ მსუბუქ ბიძგებსა და აკუსტიკურ უკუკავშირს ამატებს. პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ტექნოლოგია რვასაფეხურიან გადაცემათა კოლოფის მუშაობის სიმულაციას ახდენს და მძღოლს ელექტრო სპორტული ავტომობილის სიმძლავრის მიწოდების პროცესში უფრო აქტიურად რთავს.
ელექტროძრავის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მყისიერი რეაგირებაა. ბრუნვის მომენტი შეფერხების გარეშეა ხელმისაწვდომი, ხოლო აჩქარება ძალის მიწოდების პრაქტიკულად უწყვეტი პროცესით ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმადობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი უპირატესობაა, ამავე დროს გამოწვევასაც წარმოადგენს, რადგან ტრადიციული უკუკავშირის მრავალი ელემენტი, რომლებიც წლების განმავლობაში სპორტული ავტომობილით მართვის გამოცდილებას განსაზღვრავდა, უკანა პლანზე გადადის.
ახალი E-Shift ოფციის წყალობით, Porsche რვასაფეხურიანი Porsche Doppelkupplung-ის (PDK) გადაცემათა კოლოფის მუშაობის სიმულაციას ახდენს. სისტემის მართვა შესაძლებელია როგორც მექანიკურად, საჭეზე განთავსებული გადართვის ბერკეტებით, ისე ავტომატურ რეჟიმში. თითოეულ გადართვას თან ახლავს აჩქარების პროცესის მკაფიო, თუმცა მოკლე შეფერხება, ცენტრალურად განთავსებული ბრუნვის მრიცხველი, რომელიც 7,500 ბრუნს წუთში აღწევს, და სპეციალურად ამ სისტემისთვის შემუშავებული ხმოვანი ეფექტების კონცეფცია.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826