მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

როგორ ამატებს Porsche ელექტრომობილის მართვას ახალ გამოცდილებას

news image
mbc image

Porsche Taycan-ის მართვის გამოცდილებას E-Shift-ის ოფციით აძლიერებს - ეს არის აქტიური ელემენტი, რომელიც ელექტრომობილში გადაცემათა გადართვას, გადართვისას წარმოქმნილ მსუბუქ ბიძგებსა და აკუსტიკურ უკუკავშირს ამატებს. პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ტექნოლოგია რვასაფეხურიან გადაცემათა კოლოფის მუშაობის სიმულაციას ახდენს და მძღოლს ელექტრო სპორტული ავტომობილის სიმძლავრის მიწოდების პროცესში უფრო აქტიურად რთავს.

ელექტროძრავის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მყისიერი რეაგირებაა. ბრუნვის მომენტი შეფერხების გარეშეა ხელმისაწვდომი, ხოლო აჩქარება ძალის მიწოდების პრაქტიკულად უწყვეტი პროცესით ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმადობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი უპირატესობაა, ამავე დროს გამოწვევასაც წარმოადგენს, რადგან ტრადიციული უკუკავშირის მრავალი ელემენტი, რომლებიც წლების განმავლობაში სპორტული ავტომობილით მართვის გამოცდილებას განსაზღვრავდა, უკანა პლანზე გადადის.

ახალი E-Shift ოფციის წყალობით, Porsche რვასაფეხურიანი Porsche Doppelkupplung-ის (PDK) გადაცემათა კოლოფის მუშაობის სიმულაციას ახდენს. სისტემის მართვა შესაძლებელია როგორც მექანიკურად, საჭეზე განთავსებული გადართვის ბერკეტებით, ისე ავტომატურ რეჟიმში. თითოეულ გადართვას თან ახლავს აჩქარების პროცესის მკაფიო, თუმცა მოკლე შეფერხება, ცენტრალურად განთავსებული ბრუნვის მრიცხველი, რომელიც 7,500 ბრუნს წუთში აღწევს, და სპეციალურად ამ სისტემისთვის შემუშავებული ხმოვანი ეფექტების კონცეფცია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, საკვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში SIAL Paris 2026 საქართველოდან 31-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა

23.10.2026.15:43

საქართველო 31 ქართული კომპანიითა და 3 თემატური პავილიონით იყო წარმოდგენილი პარიზში, საკვებისა და სასმელების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე - SIAL Paris 2026.

გამოფენაში ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით მიიღეს.

ქართულმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენაზე საკვები პროდუქტების ფართო ასორტიმენტი წარადგინეს, მათ შორის - თხილი, კაკალი, ნუში, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ლიმონათი, ალკოჰოლური სასმელები, გადამუშავებული ხილ-ბოსტნეული, თაფლი, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა.

სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველ მწარმოებლებს გამოფენის ფარგლებში, ახალი ბიზნეს კავშირების დამყარების და საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო მყიდველებისთვის წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ. შეხვედრები შედგა იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებთან, სადაც ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლისა და არსებული ბაზრების გაფართოების პერსპექტივები განიხილეს.

ქართული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით, ინვესტიციების სააგენტო ხელს უწყობს ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას, საერთაშორისო ბაზრებზე მეტ წვდომას და ქვეყნისსაექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას.

SIAL Paris 2026 საქართველოს პავილიონში საქართველოს ელჩი საფრანგეთში ირაკლი ყურაშვილი იმყოფებოდა.

SIAL Paris საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მწარმოებლებს, სავაჭრო ქსელებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და სასტუმროებისა და სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა