როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 125.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.62% წინა კვირასთან შედარებით და -8.18% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 311 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 122.10 - 128.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური
ვაჭრობის მოცულობამ 58 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 50.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.83% წინა კვირასთან შედარებით და -0.20% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 312 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 48.64 - 51.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 42.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.41% წინა კვირასთან შედარებით და - 7.20% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 180 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 42.00 - 45.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასი აქცია შეადგინა.
სხვა სიახლეები
EBRD ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესების მხარდასაჭერად €40 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს
19.10.2026.15:00
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 40 მილიონ ევრომდე ინვესტიცია განახორციელა კერძო კაპიტალის ფონდში Avallon MBO Fund IV, რომელიც ორიენტირებულია მცირე და საშუალო საწარმოებისა (SMEs) და მცირე ზომის საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიების მხარდაჭერაზე პოლონეთსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში.
ინვესტიცია ხელს შეუწყობს კერძო მეწარმეობის განვითარებას, კომპანიების მენეჯმენტის წახალისებას, შეიძინონ წილები საკუთარ კომპანიებში, ასევე ბიზნესების საოპერაციო შესაძლებლობების გაძლიერებას, ინოვაციების დანერგვასა და ზრდას.
Avallon-ის მიერ მართული ფონდის, Avallon MBO Fund IV-ის, სამიზნე მოცულობა 220 მილიონი ევროა, ხოლო მაქსიმალური მოცულობა 260 მილიონ ევროს შეადგენს.
ფონდის კაპიტალის სულ მცირე 70% პოლონეთში დაიბანდება, ხოლო 30%-მდე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, კერძოდ, ბულგარეთში, ხორვატიაში, ჩეხეთში, ესტონეთში, უნგრეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, რუმინეთში, სლოვაკეთსა და სლოვენიაში.
ფონდი მცირე და საშუალო საწარმოებში, ასევე მცირე ზომის საშუალო კაპიტალიზაციის კომპანიებში სააქციო და კვაზი-სააქციო ინვესტიციების დივერსიფიცირებულ პორტფელს შექმნის. გრძელვადიანი კაპიტალის მიწოდება კომპანიებს საქმიანობის მასშტაბების გაფართოებასა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება.
EBRD-ის მონაწილეობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დამატებითი ინვესტიციების მობილიზებასა და ფონდისთვის კაპიტალის მოზიდვის პროცესის გაძლიერებაში, განსაკუთრებით იმ ბაზარზე, სადაც გრძელვადიან რისკიან კაპიტალზე ხელმისაწვდომობა კვლავ შეზღუდულია.
ბოლო წლებში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კერძო კაპიტალის ფონდებისთვის ინვესტიციების მოზიდვა გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, რაც მცირე ბიზნესებისთვის ზრდის დაფინანსების ხელმისაწვდომობაზე აისახებოდა.