როგორი იქნება აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის რეფორმის პოტენციური გავლენა სექტორზე - Galt & Taggart-ის შეფასება
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა” აქვეყნებს.
აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 2026 წლის 1 ივლისს ამოქმედდა. განახლებული პროგრამა სახელმწიფო თანადაფინანსებას ერთიან ჩარჩოში აქცევს და ამავე დროს ამკაცრებს პროექტების შესრულების, მონიტორინგის, აუდიტისა და აღრიცხვის მოთხოვნებს.
Galt & Taggart-ის შეფასებით, ცვლილება გრძელვადიანად პოზიტიურია - გაზრდის პროექტების ხარისხს, სექტორის კორპორატიზაციას და სახელმწიფო რესურსების მიზნობრივ გამოყენებას. თუმცა, გრანტის ჩარიცხვის ვალდებულებების შესრულების შემდეგ ჩარიცხვამ და აგროკრედიტის სუბსიდიის შემცირებამ, შესაძლოა შეანელოს საინვესტიციო აქტივობა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო პროექტებში.

Galt & Taggart-ის შეფასებით, მოქმედი მოდელის ფარგლებში, ინვესტორს პროექტის დაფინანსება თვითონ უწევს, რის შემდეგაც ერიცხება გრანტი (ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 ან 24 თვეში). ამასთან, აგროკრედიტის პროცენტის სუბსიდია 11%-დან სებ-ის რეფინანსირების განაკვეთზე (8.25% ივლ-26) გადავიდა და პერიოდი 48 თვიდან 36 თვემდე შემცირდა. ამან შესაძლოა ინვესტიციაზე უკუგება შეამციროს, განსაკუთრებით დაბალი საწყისი კაპიტალის შემთხვევაში, რამაც შესაძლოა ჯამური საინვესტიციო აქტივობა შეანელოს.
სხვა სიახლეები
ეროვნული ბანკის ახალი ანალიტიკური პორტალი ეკონომიკური მონაცემების ანალიზისთვის მეტად პრაქტიკული და სასარგებლო ინსტრუმენტია - კახაბერ დავითაია
03.08.2026.13:40
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.
საქართველოს ბანკის ხაზინის უფროსის, კახაბერ დავითაიას შეფასებით, ეროვნული ბანკის ახალი პლატფორმა მომხმარებლებს უკვე დამუშავებულ მონაცემებს სთავაზობს, რაც ინფორმაციის გამოყენებასა და ანალიზს მნიშვნელოვნად ამარტივებს. მისი თქმით, პლატფორმა საშუალებას იძლევა მონაცემები მარტივად იქნეს წარმოდგენილი გრაფიკების სახით, მათ შორის ისტორიულ ჭრილშიც. დავითაია მიიჩნევს, რომ ეს ეკონომიკური მონაცემების ანალიზისთვის მეტად პრაქტიკული და სასარგებლო ინსტრუმენტია.
,,ძალიან საინტერესო და სასარგებლო პლატფორმა არის ნამდვილად - ადრე მსგავს ინფორმაციას ჩვენ ვიღებდით ეროვნული ბანკის სტატისტიკური ინფორმაციის ვებგვერდიდან და გვიწევდა ამ ინფორმაციის დამუშავება. ახლა, ამ ახალ პლატფორმაზე უკვე გამზადებულია დამუშავებული ინფორმაცია და შეგვიძლია გრაფიკების სახით ამოვიღოთ, როგორც ისტორია ასევე სხვადასხვა ჭრილში”, - განაცხადა საქართველოს ხაზინის უფროსმა კახაბერ დავითაიამ.