როგორი სავაჭრო ურთიერთობები აქვს საუდის არაბეთს და საქართველოს
საუდის არაბეთში ექსპორტი 13%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 64%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველომ საუდის არაბეთში 23,354.61 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2022 წელს კი 20,748.03 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 12,6%-ია. ბოლო 15 წლის სტატისტიკით საუდის არაბეთში ექსპორტმა მაქსიმუმს 2021 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოში 28,737.27 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წელს საუდის არაბეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია ცხვრები და თხები იყო, რომელმაც აქ ქვეყანაში ექსპორტის 68%-ი შეადგინა.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო საუდის არაბეთში ყიდის:
რაც შეეხება იმპორტს, 2023 წელს საუდის არაბეთიდან საქართველოში 10,561.45 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2022 წელს კი 6,458.70 დოლარის. შესაბამისად ზრდა 63.5%-ის დონეზეა. საგულისხმოა ისიც, რომ საუდის არაბეთიდან იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს სწორედ 2023 წელს მიაღწია. საუდის არაბეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი პოლიმერებია.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო საუდის არაბეთიდან ყიდულობს:
საგულისხმოა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს კომპეტენტური უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველომ გადაინაცვლა “ა” ქვეყნების კატეგორიაში, რაც აძლევს საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას, ისარგებლონ გამარტივებული სავიზო რეჟიმით. კერძოდ, საუდის არაბეთის სამეფოს ტერიტორიაზე მოკლევადიანი მიზნით შესვლისა და მოგზაურობის მიზნით საქართველოს მოქალაქეს მოეთხოვება ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსება პორტალზე: https://visa.mofa.gov.sa/. განმცხადებელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებს ვიზას, რომელიც მოქმედი იქნება 90 დღე 1 წლის განმავლობაში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ელექტრონულ პლატფორმაზე https://www.visitsaudi.com
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთიდან საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიები Flynas-ი და Flyadeal Airways-ი ოპერირებენ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826