მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორი სავაჭრო ურთიერთობები აქვს სომხეთსა და საქართველოს

news image
mbc image

სომხეთში ექსპორტი 30%-იან, ხოლო იმპორტი 52%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ სომხეთში ექსპორტზე 346,207.11 ათასი დოლარის პროდუქცია შეიტანა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 495,262.43 ათასი დოლარის, შესაბამისად ექსპორტში 30.1%-იანი კლება ფიქსირდება. 

თუ ბოლო წლების სტატისტიკას გავაანალიზებთ, სომხეთში ექსპორტმა მაქსიმუმს 2023 წელს მიაღწია, როდესაც საქართველომ თავის მეზობელ სახელმწიფოში 787,159.92 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა.

მიმდინარე მაჩვენებლებით კი საქართველოდან სომხეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია მსუბუქი ავტომობილებია, სწორედ მასზე მოდის სომხეთში ექსპორტის 19%-ი.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო სომხეთში ყიდის:

  • მსუბუქი ავტომობილები - 65,826.22 ათასი დოლარი;
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 25,939.04  ათასი დოლარი;
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 12,081.04  ათასი დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 8,613.78  ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 8,471.61  ათასი დოლარი;

რაც შეეხება იმპორტს კლება 52.1%-ის დონეზეა.  2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ სომხეთიდან 114,948.47 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 240,122.19 ათასი დოლარის.

სომხეთიდან იმპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია. საანგარიშო წელს საქართველომ სომხეთიდან 613,720.04 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო სომხეთიდან ყიდულობს:

  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 25,010.92 ათასი დოლარი;
  • ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 12,571.61 ათასი დოლარი;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 11,874.93 ათასი დოლარი;
  •  ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 11,050.75 ათასი დოლარი;
  • ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები - 10,167.55 ათასი დოლარი;
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა