მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორი სავაჭრო ურთიერთობები აქვთ საქართველოსა და ესპანეთს

news image
mbc image

ესპანეთიდან იმპორტი 7%-იან ზრდას, ხოლო ექსპორტი 62%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ესპანეთიდან 180,951.88 დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 168,437.28 ათასი დოლარის. შესაბამისად ზრდა 7.4%-ია. მიმდინარე წლის მაჩვენებლებით, ესპანეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი კერამიკული მოსაპირკეთებელი ფილებია, რომელზეც ამ ქვეყნიდან იმპორტის 9,2%-ი მოდის. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთიდან ყიდულობს:

  • მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - 16,812.12 ათასი დოლარი;
  • კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი - 13,870.47 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 7,745.85 ათასი დოლარი;
  •  სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი - 7,293.00 ათასი დოლარი;
  • კოსტუმები, კომპლექტები და სხვა მამაკაცისა ან ბიჭისა - 4,773.55 ათასი დოლარი.

რაც შეეხება საქართველოდან ესპანეთში ექსპორტს კლება სოლიდურია და ის 61.9%-ის დონეზეა. სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ესპანეთში 28,352.64 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 74,511.15 ათასი დოლარია. საქართველოდან ესპანეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილი და კაკალია.

TOP 5 პროდუქტი, რაც საქართველომ ესპანეთში გაყიდა:

  • თხილი და სხვა კაკალი - 11,723.19 ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 6,220.83 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 5,366.90 ათასი დოლარი;
  • ელექტრული წყალგამახურებლები - 1,368.40 ათასი დოლარი;
  • ტყვია დაუმუშავებელი - 594.74 ათასი დოლარი.
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა