მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია საქართველოს და უზბეკეთის სავაჭრო ურთიერთობები

news image
mbc image

უზბეკეთში ექსპორტი 46%-იან ზრდას, ხოლო იმპორტი 10%-იან კლებას აჩვენებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ უზბეკეთში 64 003.7 ათასი დოლარის პროდუქცია გადაზიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 43 761.8 ათასი დოლარის. შესაბამისად ზრდა 46,2%-ის დონეზეა.

საქართველოდან უზბეკეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი სამკურნალო საშუალებებია, რომელზედაც ამ ქვეყანაში ექსპორტის 39%-ი მოდის. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო უზბეკეთში ყიდის: 

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 24 974.2 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები  - 11 889.4 ათასი დოლარი;
  • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 8 397.9 ათასი დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 4 661.0 ათასი დოლარი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 4 629.3 ათასი დოლარი;

რაც შეეხება უზბეკეთიდან იმპორტს, აქ 9,6%-იანი კლებაა. 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ უზბეკეთიდან 35 531.7 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის იანვარ-მაისში კი 39 285.9 ათასი დოლარის. უზბეკეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი სპილენძის მავთულია. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო უზბეკეთიდან ყიდულობს:

  • მავთული სპილენძისა - 7 226.7 ათასი დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 6 061.6 ათასი დოლარი;
  • პარკოსანი ბოსტნეული გამხმარი - 3 461.6 ათასი დოლარი;
  • ტრანსფორმატორები ელექტრული, სტატიკური ელექტრული გარდაქმნელები - 2 342.7 ათასი დოლარი;
  • ყურძენი, ახალი ან გამხმარი - 2 270.5 ათასი დოლარი;
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა