მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

როგორი სავაჭრო ურთიერთობები აქვს თურქეთსა და საქართველოს

news image
mbc image

საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი საგარეო სავაჭრო ბრუნვა საგრძნობლად გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2 861 817.2 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2 542 825.1 ათას დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, ზრდა 12.55%-ია.

მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოდან თურქეთში განხორციელებულმა ექსპორტმა 393 097.1 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით ( 270 816.5 ათასი დოლარი) 45.15%-ით არის გაზრდილი.

TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო თურქეთში ახდენს:

• მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 75 544.7 ათასი დოლარი;
• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 70 821.6 ათასი დოლარი;
• ფეროშენადნობები- 48 077.8 ათასი დოლარი;
• ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 27 950.3 ათასი დოლარი;
• ნარჩენები და ჯართი ალუმინისა - 21 784.1 ათასი დოლარი.

სტაბილური ზრდა ფიქსირდება თურქული პროდუქციის იმპორტშიც. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში თურქეთიდან საქართველოში 2 468 720.1 ათასი დოლარის საქონელი შემოვიდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.66%-ით მეტია.

საიმპორტო სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს უჭირავთ.

TOP 5 პროდუქტი, რის იმპორტსაც საქართველო ჩინეთიდან ახდენს:

• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 237 630.0 ათასი დოლარი;
• სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 149 971.5 ათასი დოლარი;
• წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 100 176.4 ათასი დოლარი;
• მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა, შავი ლითონებისაგან - 59 043.1 ათასი დოლარი;
• მსუბუქი ავტომობილები - 50 020.2 ათასი დოლარი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ფაქტორინგის ახალი კანონმდებლობა 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება - რა შესაძლებლობები ექნება ბიზნესს | ირაკლი გაბრიაძე

23.11.2026.11:00

ფაქტორინგის ახალი კანონმდებლობა 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება - რა შესაძლებლობები ექნება ბიზნესს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მცირე პერიოდია გასული, საქართველოს მთავრობასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, ბევრი ნაბიჯი გადავდგით წინ და მოდი, დავიწყოთ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული აქტივობებით.

„ზუსტად რომ დავიწყოთ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ბიზნესებით, მაგალითად, პირველი სიახლე, რომელიც კორპორაციამ შესთავაზა მეწარმეებს, ეს არის მიკროსესხების განახლებული პროგრამა, განახლებული დიზაინი, რაც გულისხმობს 70 000 ლარამდე უპროცენტო სესხს და შემდეგ, მეორე ეტაპზე, ასევე კიდევ გაზრდილი მოცულობით მხარდაჭერას, 70 000-დან 100 000-მდე, ანუ პირველ ეტაპს თუ წარმატებით გაივლი.

მიკრომეწარმეებისთვის ეს პროგრამა ძალიან კარგად მუშაობს. 2 000-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა აღნიშნული პროგრამით, 100 მილიონ ლარს გადააჭარბა სესხების მოცულობამ ამ პროგრამაში. რომ წარმოიდგინოთ, საშუალება გაქვთ, რომ უპროცენტოდ აიღოთ 70 000 ლარამდე სესხი თქვენი მიკრობიზნესისთვის, თითქმის ყველა მიმართულებით, და განავითაროთ საკუთარი ბიზნესი, გადადგათ პირველი ნაბიჯი.

საპროცენტო ვალდებულება არ წარმოიქმნება და იქ ჩადებულია ჩვენი მხრიდან, რომ ექვსთვიანი საშეღავათო პერიოდი უნდა მისცენ ფინანსურმა ინსტიტუტებმა და აუცილებელია აღნიშნული, რომ პირველ ეტაპზე დაიწყონ ბიზნესის წარმოება მიკრომეწარმეებმა და მათ ხელი არ შეეშალოთ. ასევე, არანაირი საკომისიო არ შეუძლია, რომ დააკისროს და ა.შ. ბევრი ისეთი შეღავათი, რომელიც შეიძლება გაუჭირდეს მიკრომეწარმეს მოელაპარაკოს ბანკს, და ეს ჩვენი მხრიდან ჩადებულია პროგრამის დიზაინში.

რაც შეეხება განვითარების შემდეგ ეტაპზე მყოფ ბიზნესებს, ერთ-ერთი ახალი ინიციატივა ექსპორტის ხელშეწყობას უკავშირდება. გასულ კვირას გვქონდა პრეზენტაცია უკვე აღნიშნული პროგრამის ფართო საზოგადოებასთან. ეს არის ლოჯისტიკური ხარჯების თანადაფინანსების პროგრამა ექსპორტიორებისთვის. 50%-ის ტრანსპორტირების და ადგილზე, საექსპორტო ბაზარზე, დასაწყობების ხარჯებს დააფინანსებს კორპორაცია. ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა. პირველ ეტაპზე ვიწყებთ შუა დერეფნის ქვეყნებით, მათი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, შემდეგ კი პროგრამა სხვა მიმართულებებზეც გავრცელდება.

სიახლეები გვაქვს მსხვილი ბიზნესისთვისაც. აქაც გვაქვს სიახლე უკვე. ეს არის მხარდაჭერის მექანიზმები, ახალი მხარდაჭერის ინსტრუმენტები. ეს არის პროგრამა, რომელიც დამტკიცდა მიმდინარე თვის დასაწყისში. ეს გულისხმობს, რომ კორპორაციას საშუალება აქვს, პირდაპირ გასცეს სესხი ბიზნესებზე, ასევე გასცეს სინდიცირებული სესხები და ასევე მიიღოს პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა ამა თუ იმ პროექტის განვითარებაში.

ეს უკვე მორგებულია სხვა საჭიროებებზე, იმ გაზრდილ მოთხოვნებზე და განვითარების ამ ეტაპზე საქართველოს და ქართული ბიზნესების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომლებიც გვაქვს. და უკვე აქტიურად ვიწყებთ ამ მიმართულებით სხვადასხვა განაცხადის დამუშავებას, სხვადასხვა ბიზნესებთან ჩართულობას და მოლაპარაკებებს და ასე შემდეგ.

ასევე უნდა აღვნიშნოთ ის მომდევნო პერიოდებში დაგეგმილი აქტივობები, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ბიზნესების განვითარებას. გამოვყოფდი ფაქტორინგის მიმართულებას. გვქონდა ღონისძიებაც IFC-სთან და FCI-სთან ერთად. ეს არის ორი საერთაშორისო ღონისძიება: ერთი ფინანსური ინსტიტუტი, ხოლო მეორე ასოციაცია, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ბაზარზე ფაქტორინგულ კომპანიებს.

ამ მიმართულებით კანონმდებლობა დამტკიცდა მიმდინარე წელს პარლამენტის მიერ და ეს კანონმდებლობა ძალაში შედის პირველი იანვრიდან. და რიცხვი რომ გითხრათ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 5 წლის განმავლობაში 10 მილიარდ ლარამდე ტრანზაქცია განხორციელდება წლიურად მხოლოდ ფაქტორინგის მიმართულებით, რაც გულისხმობს და რაც საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესებს და არა მარტო მათ, რომ დაიკმაყოფილოს საბრუნავი საშუალებების მოთხოვნები ალტერნატიული წყაროებით.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ზოგადად ეკონომიკურ განვითარებაში და ეკონომიკის გაჯანსაღებაში“, - აცხადებს ირაკლი გაბრიაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა