მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია ავსტრია-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები 

news image
mbc image

2023 წელს ავსტრიიდან საქართველოში იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმს მიახლოვდა და 2022 წელთან შედარებით 54%-იანი ზრდა აჩვენა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ავსტრიიდან საქართველოში 114,356.07 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2022 წელს კი 75,502.51 ათასი დოლარი. ბოლო წლების სტატისტიკით, ავსტრიიდან იმპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს 2018 წელს მიაღწია, როდესაც საქართველომ ავსტრიიდან 115,814.17 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წელს ავსტრიიდან იმპორტში, ღირებულებით ნაწილში, პირველ ადგილზე აწევის, ჩატვირთვის ან გადმოტვირთვისათვის განკუთვნილი მანქანა-მოწყობილობები იყო, რომელზედაც მთლიანი იმპორტის 17%-ი მოდიოდა.

TOP-5 პროდუქტი, რაც საქართველომ ავსტრიიდან იყიდა - 2023 წლის სტატისტიკა

  • მანქანები და მოწყობილობები აწევის, ჩატვირთვის ან გადმოტვირთვისათვის, სხვა - 19,724.55 ათასი დოლარი;
  • მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 9,474.22 ათასი დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 5,938.51
  • სამშენებლო ნაწარმი ხისა - 4,799.02 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 3,322.86 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ავსტრიაში ექსპორტს, ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ის მზარდია. საქსტატის მაჩვენებლებით, 2023 წელს საქართველომ ავსტრიაში 2,773.91 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, მაშინ როდესაც 2022 წელს საქართველოდან ავსტრიაში 2,601.77 ათასი დოლარის ექსპორტი განახორციელა. შესაბამისად ერთი წლის განმავლობაში ავსტრიაში ექსპორტი 7%-ით გაიზარდა.

2023 წელს ავსტრიაში ნომერ პირველი სასაქონლო პროდუქტი დაკონსერვებული პროდუქტები იყო, რომელზეც ავსტრიაში მთლიანი ექსპორტის 19%-ი მოდის. 

TOP-5 პროდუქტი, რაც საქართველო ავსტრიაში ყიდის - 2023 წლის სტატისტიკა

  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 521.27 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 264.96 ათასი დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 220.41 ათასი დოლარი;
  • კოსტუმები, კომპლექტები და სხვა მამაკაცისა ან ბიჭისა - 213.33 ათასი დოლარი;
  • წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან - 193.59 ათასი დოლარი;
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა