როგორია აზერბაიჯანისა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვა - 2025 წლის სტატისტიკა
საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტი კლებას, ხოლო აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტი ზრდას აჩვენებს. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წელს საქართველომ აზერბაიჯანში 697 255.1 ტონა პროდუქცია გატიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 724 501.1 ათასი დოლარის. კლება 4%-მდეა. საქართველოდან აზერბაიჯანში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აზერბაიჯანში ყიდის:
რაც შეეხება აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტს ზრდა 13%-ია. 2025 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 660 995.0 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წელს კი 583 815.4 ათასი დოლარის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აზერბაიჯანიდან ყიდულობს:
სხვა სიახლეები
საქართველო-სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვა 25.2%-ით გაიზარდა
29.07.2026.19:00
2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოსა და სინგაპურს შორის სავაჭრო ბრუნვამ 28 488.9 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (22 758.6 ათასი დოლარი) 25.2%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან სინგაპურში განხორციელებულმა ექსპორტმა 14 157.8 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 82.3%%-ით აღემატება 2025 წლის იმავე პერიოდის ციფრს.
TOP 5 პროდუქტი, რის ექსპორტსაც საქართველო სინგაპურში ახდენს:
•ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 11 878.4 ათასი დოლარი;
•ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 694.6 ათასი დოლარი;
•ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 514.0 ათასი დოლარი;
•ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 352.3 ათასი დოლარი;
•სპილენძი რაფინირებული და შენადნობები სპილენძისა დაუმუშავებელი - 279.1 ათასი დოლარი.
რაც შეეხება სინგაპურიდან პროდუქციის საქართველოში შემოტანას, კლების ტენდენცია ფიქსირდება, თუმცა მცირე მასშტაბით. 2026 წლის იანვარ-ივნისში იმპორტმა 14 331.1 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (15 963.5 ათასი დოლარი) შედარებით 10.2%-იანი კლებაა.