მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7209.7
-0.0024
flag
AZN 1.5636
-0.0003
flag
CNY 39.299
0.0076
flag
EUR 3.0768
0.0122
flag
GBP 3.5658
0.0144
flag
KZT 54.34
-0.0005
flag
TRY 0.0574
-0.0002
flag
USD 2.6577
-0.0009
news banner

როგორია ჩინეთ-საქართველოს მიმდინარე სავაჭრო სტატისტიკა

news image
mbc image

ჩინეთში ექსპორტი 8%-იანი ზრდას აჩვენებს, ხოლო იმპორტი 23%-ით.

საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წელს საქართველომ ჩინეთში 327 575.7 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 303 119.7 ათასი დოლარის. ექსპორტის ზრდა 8.1%-ის შეადგენს. საქართველოდან ჩინეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ძვირფასი ლითონების  მადნები და კონცენტრატებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთში ყიდის:

  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 237 043.2 ათასი დოლარი;
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 25 881.0 ათასი დოლარი;
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 20 272.8 ათასი დოლარი;
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 17 634.9 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 9 827.7 ათასი დოლარი;

რაც შეეხება ჩინეთიდან იმპორტს, ზრდა 23.1%-ია. 2025 წელს საქართველომ ჩინეთიდან 1 985 427.7 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წელს კი 1 612 344.1 ათასი დოლარის. ჩინეთიდან იმპორტში ყველაზე დიდი წილი  ელექტროგენერატორულ დანადგარებსა და მბრუნავ ელექტრო გარდამქმნელებზე მოდის. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთიდან ყიდულობს:

  • ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები - 74 486.0 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 58 951.3 ათასი დოლარი;
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 55 709.0 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 52 777.2 ათასი დოლარი;
  • მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 50 224.4 ათასი დოლარი;
news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image კომპანია BP-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალურ ენერგეტიკულ რუკაზე საქართველოს წარმოსაჩენად - ინგა ფხალაძე

12.06.2026.18:30

საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ კომპანია BP-ის მიმართ სამი ათწლეულის განმავლობაში გამორჩეული პარტნიორობისა და ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორსა თუ ზოგად განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ კომპანია BP-ს საქართველოში საქმიანობის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან დღემდე, BP-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალურ ენერგეტიკულ რუკაზე საქართველოს წარმოსაჩენად. ინგა ფხალაძის შეფასებით, დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (WREP) ადრეული განვითარებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP) მშენებლობითა და ექსპლუატაციაში შეყვანით, საქართველოს ძირითად საერთაშორისო ენერგეტიკულ დერეფნებში ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა BP-ის ჩართულობას.

„ამ უმნიშვნელოვანესმა პროექტებმა არამხოლოდ განამტკიცა რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოება, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელიც მოუტანა საქართველოს - მათ ხელი შეუწყვეს ინვესტიციების მოზიდვას, სამუშაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას, მილსადენის მარშრუტების გასწვრივ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და, ზოგადად, ადგილობრივი თემების გაძლიერებას. საქართველოს, როგორც საიმედო და სტრატეგიული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბება, მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამ წარმატებული პარტნიორობის შედეგია“ - განაცხადა ინგა ფხალაძემ.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, გლობალური ენერგეტიკული სექტორის განვითარებასთან ერთად, საქართველო კვლავაც იმ ინიციატივების მხარდაჭერის ერთგულია, რომლებიც აძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ხელს უწყობს ინოვაციებს და უფრო მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ გადასვლის პროცესს.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა