როგორია ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები - იანვარ-ოქტომბრის სტატისტიკა
2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ექსპორტზე 23 514.6 ათასი დოლარის ღირებულების 510 329 ათასი კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტი 1 106 431 ათასი კვტ/სთ-ის დონეზე იყო. წლიურ ჭრილში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი (მოცულობით ნაწილში) 54%-ით არის შემცირებული, ხოლო ღირებულების კუთხით 52%-ით.
მიმდინარე წელს საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი ოთხივე მეზობელ სახელმწიფოში განახორციელა:
რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტს ზრდა ფიქსირდება. 2025 წლის 10 თვეში საქართველომ 31 301.0 ათასი დოლარის ღირებულების 1 149 174 ათასი კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 10 820.7 ათასი დოლარის ღირებულების 673 103 ათასი კვტ/სთ ელექტროენერგია.
ქვეყნები, სადაც საქართველომ ელექტროენერგია იყიდა:
სხვა სიახლეები
3 ფაქტორი, რამაც ბოლო წლებში გლობალური ეკონომიკის ტენდენცია განაპირობა - დეტალები
21.08.2026.08:57
S&P Global Market Intelligence 2026 წლის აგვისტოს გლობალური ეკონომიკური პროგნოზის მიმოხილვას და განახლებას აქვეყნებს, რომელიც მოიცავს ეკონომიკური მდგრადობის კიდევ უფრო მკაფიო ნიშნებს - მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდის ტემპები, ძირითადად, მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში. ამასთან, ფასებზე ზეწოლის შემსუბუქებას - S&P Global-ის PMI (S&P Global’s Purchasing Managers Index) მონაცემებში ფასების ზრდის წნეხი მცირდება, ხოლო ძირითადი ინფლაციის მაჩვენებლები უმეტეს მსხვილ ეკონომიკებში შედარებით სტაბილურია.
აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ უახლოეს პერიოდში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების რისკის შემცირებას, თუმცა ცალკეული ქვეყნების მონეტარული პოლიტიკის პერსპექტივები კვლავ განსხვავებულია.
აღნიშნული შეფასებით, 2026 წლის გლობალური რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2.4%-ს შეადგენს, რაც კვლავ ჩამორჩება თებერვალში, კონფლიქტის დაწყებამდე, გაკეთებულ პროგნოზს. ამასთან, S&P Global Energy-ის საბაზისო სცენარი 2026 წლის ბოლოს ბრენტის ნავთობის ფასს ბარელზე 87 აშშ დოლარის დონეზე ითვალისწინებს.
,,ბოლო წლებში გლობალურმა ეკონომიკურმა პირობებმა სამი მნიშვნელოვანი უარყოფითი შოკის მიმართ გამორჩეული მდგრადობა გამოავლინა. ეს შოკებია: 2022 წელს რუსეთ - უკრაინის კონფლიქტი, 2025 წელს აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის რადიკალური ცვლილება და მიმდინარე წელს აშშ-ისა და ისრაელის კონფლიქტი. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ შემთხვევაში სხვა დადებითმა ფაქტორებმა ხელი შეუწყო აღნიშნული სამი შოკის უარყოფითი გავლენის შემსუბუქებას ან კომპენსირებას. კერძოდ, 2022 წელს ეს იყო პანდემიის შემდგომი ეკონომიკური აქტივობის ძლიერი აღდგენა, 2025 წელს - ინფლაციის შემცირება და მონეტარული პოლიტიკის შერბილება, ხოლო მიმდინარე წელს ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმი”, - წერს S&P.