მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0
flag
AZN 1.5463
-0.0001
flag
CNY 38.807
-0.001
flag
EUR 2.9931
-0.0044
flag
GBP 3.5025
-0.0097
flag
KZT 55.11
-0.0093
flag
TRY 0.0555
-0.0001
flag
USD 2.6285
0
news banner

როგორია გერმანია-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები

news image
mbc image

გერმანიიდან იმპორტი 5%-იან ზრდას, ხოლო საქართველოდან გერმანიაში ექსპორტი 24%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ გერმანიდან 401,945.73 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტმა 384,565.71 ათასი ლარი შეადგინა.

გერმანიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია, რომელზედაც გერმანიიდან განხორციელებული იმპორტის 35%-ი მოდის.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო  გერმანიიდან ყიდულობს:

  •  მსუბუქი ავტომობილები  -139,257.52 ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 30,557.95  ათასი დოლარი,
  • სატვირთო ავტომობილები - 15,822.53  ათასი დოლარი,
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 10,132.13  ათასი დოლარი,
  •  საფრენი აპარატები სხვა - 9,488.13  ათასი დოლარი.

2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ გერმანიაში 19,866.04 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიტანა. 2023 წლის ანალოგურ პერიოდში გერმანიაში ექსპორტი 26,051.14 ათასი დოლარის დონეზე იყო. ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი, რაც საქართველოს გერმანიაში შეაქვს ყურძნის ნატურალური ღვინოებია, რომელზედაც გერმანიაში ექსპორტის 13%-ი მოდის.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო  გერმანიაში ყიდის:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2,527.14 ათასი დოლარი,
  •  წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან - 2,073.59 ათასი დოლარი,
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 2,037.63 ათასი დოლარი,
  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 1,712.41 ათასი დოლარი,
  • თხილი და სხვა კაკალი - 1,622.70 ათასი დოლარი.
news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით გლობალურად მოწინავე პოზიციებზეა - ვახტანგ ცინცაძე

25.07.2026.12:09

„სანდო, დამოუკიდებელი და პროფესიული სტატისტიკური სისტემა თანამედროვე სახელმწიფო მმართველობის, ინსტიტუციური განვითარების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების ფუნდამენტური წინაპირობაა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ქვეყნის სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს და არაერთი მიმართულებით გლობალურად მოწინავე პოზიციებს იკავებს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს სტატისტიკის 107 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს მაღალი ხარისხის სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფს.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოებულ ოფიციალურ სტატისტიკას ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების, ანალიზისა და დაგეგმვის პროცესში. სამინისტრო და „საქსტატი" მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში ასევე ერთობლივად ახორციელებენ არაერთ კვლევასა და ანალიტიკურ პროექტს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული სტატისტიკის ეროვნულის სისტემის განვითარების მიმართულებით, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს სტატისტიკის არეალის გაფართოების, ახალი გამოკვლევების ჩატარების, ახალი ინდიკატორების წარმოების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ახალი სერვისების განვითარების კუთხით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა