მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია გერმანიისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები

news image
mbc image

საქართველოდან გერმანიაში ექსპორტი მზარდია. 2025 წლის იანვარ-სექტემბრის სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველომ გერმანიაში 51 676.3 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის 9 თვეში გერმანიაში ექსპორტი 34 169.9 ათასი დოლარს შეადგენდა. შესაბამისად წლიურ ჭრილში გერმანიაში ექსპორტი 51%-ით არის გაზრდილი. 

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიაში ყიდის:

  • დანარჩენი საქონელი - 8 266.1 ათასი დოლარი;
  • საფრენი აპარატები სხვა - 7 158.3 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 6 457.9 ათასი დოლარი;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 5 391.1 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 4 259.8 ათასი დოლარი;

სამაგიეროდ შემცირებულია გერმანიიდან იმპორტი. 2025 წლის 9 თვეში საქართველომ გერმანიიდან 892 664.0 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში კი 950 165.0 ათასი დოლარის - კლება 6%-ის შეადგენს.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიაში ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 427 457.0  ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 63 867.5  ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 27 858.0  ათასი დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 13 453.1  ათასი დოლარი;
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 13 201.1  ათასი დოლარი;

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა