როგორია გერმანიისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსა და გერმანიის სავაჭრო ბრუნვამ 793 457.4 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკასთან 10.34%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
2026 წლის რვა თვეში საქართველომ გერმანიაში 31 150.4 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაგზავნა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 38 889.1 ათასი დოლარის. კლება 19.90%-ია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიაში ყიდის:
• ყურძნის ნატურალური ღვინოები - 4 904.1 ათასი დოლარი;
• თხილი და სხვა კაკალი - 4 079.2 ათასი დოლარი;
• დანარჩენი საქონელი- 3 154.6 ათასი დოლარი;
• მინერალური და მტკნარი წყლები- 2 660.7 ათასი დოლარი;
• ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 2 113.2 ათასი დოლარი;
შემცირებულია გერმანიიდან იმპორტი. 2026 წლის 8 თვეში საქართველომ გერმანიიდან 762 307.0 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში კი 846 076.3 ათასი დოლარის - კლება 9.9%-ს შეადგენს.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გერმანიაში ყიდულობს:
• მსუბუქი ავტომობილები - 294 651.9 ათასი დოლარი;
• სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 71 330.3 ათასი დოლარი;
• სატვირთო ავტომობილები - 25 612.9 ათასი დოლარი;
• სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 13 408.5 ათასი დოლარი;
• ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 13 254.3 ათასი დოლარი;
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826