როგორია ქვეყანაში კრევეტებზე მოთხოვნა და საიდან ხდება იმპორტი
მიმდინარე სტატისტიკით საქართველოში კრევეტებზე მოთხოვნა შემცირდა. 2025 წლის იანვარში ქვეყანამ 114.43 ათასი დოლარის ღირებულების 16.90 ტონა გაყინული კრევეტები იყიდა, რაც 2024 წლის იანვრის მაჩვენებლებთან შედარებით 56%-იანი კლებაა. 2024 წლის პირველივე თვეში საქართველოში 38.45 ტონა გაყინული კრევეტების იმპორტი დაფიქსირდა.
როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, გაყინული კრევეტების (ლანგუსტების, ასთაკვების, კიბორჩხალების, ნორვეგიული ლობსტერის და ცივი წყლის კრევეტების გარდა) იმპორტის კუთხით საქართველოსთვის ნომერ პირველი მომწოდებელი ირანია, საიდანაც მხოლოდ იანვარში 7.01 ტონა გაყინული კრევეტები შემოვიდა, რაც ამ პროდუქტის იმპორტის 41%-ია.
ქვეყნები, საიდანაც საქართველომ 2025 წლის იანვარში გაყინული კრევეტები იყიდა:
საგულისხმოა, რომ ბოლო წლების სტატისტიკით ქვეყანაში გაყინული კრევეტების იმპორტი იზრდებოდა და მისმა იმპორტმა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს სწორედ 2024 წელს მიაღწია. 2024 წელს საქართველომ 2,628.03 ათასი დოლარის ღირებულების 377.04 ტონა კრევეტები იყიდა. 2024 წლის სტატისტიკით საქართველოში გაყინული კრევეტების იმპორტის კუთხით ნომერ პირველი იმპორტიორო ინდოეთი იყო.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826