მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორია ქვეყნის ბიზნეს გარემო და საინვესტიციო მიმზიდველობა - შოთა ბერეკაშვილის შეფასება

news image
mbc image

ამა თუ იმ ქვეყნის ბიზნეს გარემოს შეფასების ორი კრიტერიუმი არსებობს და პირველი კრიტერიუმი არის ის, რომ ქვეყანას რა სახის საგადასახადო სისტემა აქვს, რამდენად ადვილია ბიზნესის წარმოება და მეორე კრიტერიუმი, არის ის, რომ ამა თუ იმ ქვეყანას, მის ეკონომიკას რა შესაძლებლობები გააჩნია, რომ ინვესტორს შესთავაზოს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.

კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს დღეს გარკვეული უპირატესობები გააჩნია, რომ ინვესტორებმა კაპიტალი ჩადონ წარმოებაში და ის წარმოების პოტენციალი, რაც ქვეყანას გააჩნია  მაქსიმალურად იყოს გამოყენებული. 

„დავიწყოთ პირველით. საგადასახადო ნაწილში საქართველოს უაღრესად ლიბერალური საგადასახადო სისტემა აქვს. მოგეხსენებათ მოგების გადასახადი საქართველოში 15%-ს შეადგენს, ბიზნესის წარმოება აბსოლუტურად ინვესტორისთვის თავისუფალია და არავითარი შემოსვლის ბარიერები არ არსებობს. კაპიტალის მოძრაობაზეც ასევე არავითარი ბარიერები არ არსებობს. ყოველივე ეს საქართველოში ქმნის ძალიან მიმზიდველ ბიზნეს გარემოს და ყველა საერთაშორისო რეიტინგის თვალსაზრისით საქართველო პირველ ათეულშია. კითხვაზე, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ეკონომიკა უცხოური ინვესტორებისთვის აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკის სექტორებია, სადაც ინვესტორისთვის საქართველოს ეკონომიკა საინტერესოა. მე გამოვყოფდი მაგალითად ენერგეტიკული მიმართულებით, ასევე ტურისტული ინდუსტრიის მიმართულებით, IT ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელიც საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ექსპორტის თვალსაზრისით. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დიდი როლი ეთმობა შუა დერეფნის ფუნქციას და ამ სატრანზიტო დერეფნის ფარგლებში ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველი ხდება, როგორც ლოგისტიკური ჰაბების მშენებლობა, ასევე ინვესტიციები აეროპორტის, პორტების მშენებლობაში. და აქ დიდი პოტენციალია, რომ გამოვიყენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირის ქვეყნებთან, ჩინეთთან, თურქეთთან, პოსტ სსრკ-ს ქვეყნებთან და ეს ყველაფერი ინვესტორებისთვის საინტერესოს ქმნის იმისთვის, რომ ინვესტიციები განახორციელონ წარმოებაში და წარმოების პოტენციალი რაც საქართველოს გააჩნია ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენოთ“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა